საქართველოში დასრულდა კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას ოფიციალური ვიზიტი. თბილისში იგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ბოლო ინფორმაციით, არ შედგა შეხვედრა კოლომინასა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის. დამატებითი კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, არაოფიციალური ინფორმაციით, ღარიბაშვილმა კოლომინასთან შეხვედრა "კატარში ვიზიტის გამო" ვერ შეძლო.
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეცწარმომადგნელის მთავარი გზავნილები იყო, რომ ნატო შეშფოთებულია რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო ფრენების და უვიზო რეჟიმის აღდგენით, ასევე იმ რეაგირებით, რაც ავიამომოსვლის აღდგენაზე საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებს ჰქონდათ.
„ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის გადაწყვეტილება ფრენების აღდგენის თაობაზე, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილებაა. ჩვენი შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რაც მოვისმინეთ, პარლამენტის და მთავრობის ზოგიერთი წევრის მხრიდან. ჩვენ ნათელი პოზიცია უნდა გვქონდეს, ყველა უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდითხავიერ კოლომინა, ნატოს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში
„ჩვენ არ მოგვწონს მოსკოვის გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილებაა. ჩვენი შეშფოთება უფრო ეხება იმ რეაგირებას, რაც მოვისმინეთ, პარლამენტის და მთავრობის ზოგიერთი წევრის მხრიდან.
ჩვენ ნათელი პოზიცია უნდა გვქონდეს, ყველა უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით, რასაც ასევე ველოდებით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან“ - განაცხადა თბილისში ხავიერ კოლომინამ, რომლის აზრით, ფრენების აღდგენა, „რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის, პოტენციურად თავის არიდების სივრცეს ქმნის“.
კოლომინამ ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით და პრაქტიკული თანამშრომლობით კმაყოფილია. ამავე დროს ნატოში შეშფოთებული არიან, იმ რეფორმების დამუხრუჭებით, რომელსაც ევროკავშირი 12 რეკომენდაციის სახით საქართველოსგან ითხოვს.
„ეს არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა იყოს. ბოლო ერთ წელში, წელიწად ნახევარში, რეფორმების პროცესები გაჩერდა“ - განაცხადა კოლომინამ, რომელიც გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენლად 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობს.
იენს სტოლტენბერგის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბრიუსელი ერთგული რჩება „ღია კარის“ პოლიტიკისა, რომელიც 2008 წლის, ნატოს ბუქარესტის სამიტზე გაცხადდა. ამასთან, მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მომავალ სამიტს, რომელიც 11-12 ივლისს ვილნიუსში გაიმართება, საქართველოდან არა პრემიერ-მინისტრი, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრი დაესწრება.
ოპოზიციას, რომელსაც კოლომინა ნატოს სამოკავშირეო ოფისში შეხვდა მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად უხვევს დასავრული საგარეო პოლიტიკური კურსიდან, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზიდან. ამ აზრს ექსპერტებიც იზიარებენ.
Your browser doesn’t support HTML5
„ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს თუ ავიღებთ, მგონია, რომ ხელისუფლებას ამ მიმართულებით, შეგნებულად, საერთოდ არაფერი გაუკეთებია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ გიორგი ბილანიშვილმა, ექსპერტმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.
არ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, დავკარგეთ ან გავიუარესეთ იმ ქვეყნების მხარდაჭერაც, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მხარს. ისე ჩანს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკა მთლიანად არის ჩავარდნილიგიორგი ბილანიშვილი, ექსპერტი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში
მისი თქმით, „საქართველოში ნატოში ინტეგრაცია ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ისედაც გართულებული იყო. ეს არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან. თუმცა, უკრაინაში, რუსეთის აგრესიის ფონზე, ნეიტრალურმა ქვეყნებმა ფინეთმა და შვედეთმა ნატოში წევრობა გადაწყვიტეს.
ჩვენ ეს გვიჩენდა იმის შესაძლებლობას, რომ გამოგვეყენებინა მომენტი და გაგვეაქტიურებინა საგარეო პოლიტიკა და გაგვეუმჯობესებინა ჩვენი პოზიციები...
ჩვენ ამ მიმართულებით არაფერი არ გავაკეთედ, არ გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, აბსოლუტურად შეგნებულად, დავკარგეთ ან გავიუარესეთ იმ ქვეყნების მხარდაჭერაც, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას მხარს. ისე ჩანს, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკა მთლიანად არის ჩავარდნილი“ - მიაჩნია გიორგი ბილანიშვილს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე პრობლემას ვერ ხედავს, რომ ნატოს ვილნიუსის სამიტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღარ დაესწრება და ქვეყანა საგარეო მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი.
Your browser doesn’t support HTML5
„რეალურად ყველა შესაბამის ფორუმზე, უმაღლეს დონეზე არის წარმოდგენილი ჩვენი ხელისუფლება. ამ შემთხვევაში საუბარია, საგარეო მინისტრის დონის წარმომადგენლობაზე, რაც არის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობა. ეს გადაწყვეტილება არის რაციონალური.
ნატოს ვილნიუსის სამიტზე საუბარია, საგარეო მინისტრის დონის წარმომადგენლობაზე, რაც არის ძალიან მაღალი დონის წარმომადგენლობაირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
რაც შეეხება კოლომინას ვიზიტს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, მაღალ დონეზე გვქონდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბუნებრივია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს პერმანენტული კომუნიკაცია ნატოს წარმომადგენლებთან“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარის გიორგი გობრონიძის აზრით, „ქართული ოცნება“ სახიფათო თამაშს ეწევა საგარეო პოლიტიკური კურსის ზიგზაგით და უკრაინის ომის, ეკონომიკური რუქის ცვლილებისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მნიშვნელობის ზრდის ფონზე, იმედოვნებს, რომ დასავლეთი ამ „თამაშს“ „გაუტარებს“.
Your browser doesn’t support HTML5
„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ამოცანას, მათ აქვთ ერთი და ძალიან მარტივი ამოცანა, იყვნენ რაც შეიძლება დიდხანს და რაც შეიძლება სტაბილურად, ძალაუფლების და სიმდიდრის ბერკეტებთან. ამ შემთხვევაში, ვინც შესთავაზებს საგარეო პოლიტიკური აქტორებიდან ამას, იქნებიან იმის მხარეს.
"ოცნების“ აქვს ერთი ამოცანა, იყვნენ რაც შეიძლება დიდხანს და რაც შეიძლება სტაბილურად, ძალაუფლების ბერკეტებთან. ამ შემთხვევაში, ვინც შესთავაზებს საგარეო პოლიტიკური აქტორებიდან ამას, იქნებიან იმის მხარესგიორგი გობრონიძე, პოლიტოლოგი
უბრალოდ განსხვავება იმაშია, რომ დასავლეთთან თუ მოუწევთ თანამშრომლობა, რაც არ უნდა გაიჭედონ ხელისუფლებაში, დროთა განმავლობაში მაინც გაიხსნება ქვეყანა. და, თუ დარჩებიან რუსეთის ორბიტაზე - სამუდამოდ ჩაიკეტება. და გვაქვს ვარიანტი, თუ უნგრეთს და ბელარუს ვადარებთ, მოდი ვთქვათ, რომ უნგრეთი ჯობია. დაახლოებით ასე შევხედოთ, სჯობს ცოტა ხანი ვიყოთ უნგრეთი, ვიდრე სულ ბელარუსი ვიყოთ. ჩვენ, ამ ეტაპზე, აი, ეს მომენტი გვაქვს“ - ამბობს გიორგი გობრონიძე.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიის ტურნეს ფარგლებში, ასევე შეხვედრები ჰქონდა სომხეთში. ხავიერ კოლომინა ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, თავდაცვის და საგარეო მინისტრებს შეხვდა.
ამჟამად, კოლომინა ბაქოში იმყოფება, სადაც დაგეგმილია შეხვედრები როგორც, აზერბაიჯანის თავდაცვის და საგარეო მინისტრებთან, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.