ოქტომბერში ჩატარებული აღწერის მონაცემებით, სომხეთის მოსახლეობა 3 მილიონზე ოდნავ ნაკლებია. ეს არის დაახლოებით 90 000 ადამიანით იმაზე ნაკლები, ვიდრე - 2011 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბოლო აღწერა ჩატარდა. მოსახლეობის საერთო რაოდენობა - 2 928 914 - მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთ წელზე მეტი ხნით ქვეყანა არ დაუტოვებიათ.
აღწერის დროს სომხეთში ფიზიკურად მცხოვრებთა რიცხვი კი 233 000-ით ნაკლები იყო 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სომხეთის მოსახლეობის რაოდენობა 3 მილიონზე დაბლა დაეცა მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყანაში მოქალაქეების სრულმასშტაბიანი აღწერა 1991 წლის შემდეგ მესამედ ჩატარდა.
Your browser doesn’t support HTML5