ტაოში ჭალის ეკლესია და კავკასიძეების ციხე წყალში იძირება

Your browser doesn’t support HTML5

თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე, იუსუფელის ჰიდრო-ელექტრო სადგურის წყალსაცავის შევსება მიმდინარეობს. წყალში იძირება ისტორიული მესხეთის ნაწილის - ტაოს დიდებული ისტორია. ჭოროხმა უკვე დაფარა ახალთას ეკლესია. რამდენიმე დღეში, ასევე მთლიანად წყალქვეშ აღმოჩნდება ჭალის ეკლესია და კავკასიძეების ციხე.