ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთი მოსკოვსა და პეკინს შორის დაპირისპირების შექმნას ცდილობს

Russia Lavrov

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ ევროკავშირის მტრული დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ უკვე ნიშნავს იმას, რომ მან "რუსეთი დაკარგა". მისივე თქმით, მოსკოვი ევროპას მკაცრი გზით გაუმკლავდება თუკი საჭირო იქნება.

ინტერვიუ ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ონლაინ გამოცემას "არგუმენტები და ფაქტები" მისცა. მისი თქმით, დასავლეთი ასევე ცდილობს მოსკოვსა და პეკინს შორის შუღლის ჩამოგდებას და ამას კონკრეტული აქცენტების გამახვილებით აკეთებს, მათ შორის პეკინზე მოსკოვის დამოკიდებულებაზე, და ზოგადად არათანასწორ ურთიერთობაზე საუბრით.

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და მის ჩინელ კოლეგას შორის გასულ თვეში საუბარი 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამან "სტრატეგიული პარტნიორობა" ახალ ეტაპზე გადაიყვანა - "ექსკლუზიურად ორმხრივ კონტექსტში".

Your browser doesn’t support HTML5

სის ვიზიტის შედეგები რუსეთში და მარცვლეულის შეთანხმება

"ბუნებრივად, ჩვენ გვაქვს მეგობრობის განცდა და მზაობა იმისთვის, რომ მხარდამხარ დავდგეთ ერთმანეთის ფუნდამენტური ინტერესების დასაცავად", - უთხრა გამოცემას ლავროვმა. მისი განმარტებითვე, "არამეგობრული ქვეყნები" გაზვიადებულად წარმოაჩენენ იმ მოსაზრებებს, თითქოს მოსკოვი და პეკინი არათანაბარ პოზიციებში იყვნენ: "ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ ჩრდილი მიაყენონ ჩვენს წარმატებას, ბზარი გააჩინონ ჩვენს მეგობრობაში", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

2022 წლის დასაწყისში რუსეთმა და ჩინეთმა "ულიმიტო პარტნიორობის" შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩინეთს მოსკოვის ქმედებები არ დაუგმია და ცდილობს ფრთხილი პოზიციები შეინარჩუნოს და პეკინმა სამშვიდობო გეგმაც კი წარმოადგინა.