მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის გამო. ეს ნაბიჯი, ბრალდების მხარის თანახმად, ამერიკის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონის დარღვევაა. ტრამპი აშშ-ის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდება წაუყენეს, თანაც მაშინ, როდესაც მას უკვე გამოცხადებული აქვს, რომ თეთრ სახლში მეორე ვადისთვის იბრძოლებს.
თუმცა, ბრალდებამ, რომელიც დემოკრატიული მანჰეტენის ოლქის პროკურორიმა ელვინ ბრეგმა ტრამს წაუყენა შეიძლება შეცვალოს 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლა. ცოტა ხნის წინ, ტრამპმა განაცხადა, რომ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას რესპუბლიკური პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად იმ შემთხვევაშიც, თუ მას ბრალს წაუყენებდნენ.
ასევე ნახეთ: ტრამპის ბრალდების მოლოდინში, ნიუ-იორკში უსაფრთხოების ზომებს იღებენკონკრეტული ბრალდებები ჯერ უცნობია. მათ, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ. ამის შესახებ გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ იტყობინება. ამის შემდეგ, ტრამპს მოუწევს მანჰეტენზე სამართალდამცავებისთვის თითის ანაბეჭდების მიცემა.
ტრამპის ადვოკატმა სუზან ნეჩელესმა თქვა, რომ ინფორმირებული იყო საბრალდებო დასკვნის შესახებ, მაგრამ არ იცოდა, როდის გადაეცემოდა ის ყოფილ პრეზიდენტს.
პროკურორის ოფისს კომენტარის თხოვნაზე პასუხი ჯერ არ დაუბრუნებია.
იანვარში ბრაგის მიერ მოწვეულმა ნაფიც მსაჯულთა დიდმა ჟიურიმ მტკიცებულებების მოსმენა იანვარში დაიწყო. ბრალდებები ეხებოდა ტრამპის როლს სტორმი დენიელსისთვის ფულის გადახდაში 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომელშიც ტრამპმა გაიმარჯვა. დენიელსი პორნოგრაფიული ფილმების მსახიობი და რეჟისორია. მისი ნამდვილი სახელია სტეფანი კლიფორდი. ბრალდების თანახმად, მან ტრამპისგან დუმილის სანაცვლოდ ფული მიიღო 2006 წელს მასთან სექსუალური ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის დაფარვის მიზნით.
ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა, რომელიც 2018 წელს სასამართლომ ბრალდებულად სცნო, მაშინ სამართლოს ჩვენება მისცა და თქვა, რომ ტრამპმა დუმილის სანაცვლოდ დენიელს და ასევე, ჟურნალ „პლეიბოის“ ყოფილ მოდელ კერენ მაკდუგალსს ფული გადაუხადა მასთან სექსუალური ურთიერთობის დასამალად. ტრამპი რომელიმე ამ ქალთან სექსუალურ ურთიერთობას უარყოფს.
ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიაში მის ყველაზე აქტიურ მეტოქეს, ფლორიდის გუბერნატორ რონ დისანტისს რამდენიმე გამოკითხვის თანახმად უსწრებს. ტრამპს რესპუბლიკელების 43% უჭერს მხარს, დისანტისს კი 31%. თუმცა ფლორიდის გუბერნატორს პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ წარუდგენია. დემოკრატების მხარეს ამ ეტაპზე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მეორე ვადით აპირებს კენჭისყრას.
ზოგიერთი წამყვანი რესპუბლიკელი ბრაგს შერჩევით სამართალში და სასამართლოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა კევინ მაკკარტიმ ბრალის წაყენებას "რადიკალური პროკურორის მიერ ძალაუფლების აღმაშფოთებელად ბოროტად გამოყენება" უწოდა. მან ასევე გამოაცხადა, რომ კონგრესი გამოიძიებს გამოყენებულ იქნა თუ არა ფედერალური დაფინანსება ბრეგის გამოძიების მხარდასაჭერად და "ჩვენი დემოკრატიის დასამხობად". პალატის სამი სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებმა ბრეგს მოსთხოვეს გამოძიების მიზნით მათთვის მიეწოდებინა საქმესთან დაკავშირებული კომუნიკაციები, დოკუმენტები და ჩვენებები.