შეერთებულ შტატებში დაგეგმილი დემოკრატიის სამიტი ვაშინგტონში 28-30 მარტს გაიმართება. სამიტის მთავარი თემები იქნება: პარტნიორობა დემოკრატიისთვის და ახალი მიდგომები ამ მიმართულებით; მშვიდობა უკრაინაში; ანტიკორუფციული სტრატეგიები; ქალთა სტატუსი და გაძლიერება და ა.შ
სამიტი ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინიციატივით პირველად გასულ წელს ჩატარდა. დემოკრატიის მეორე სამიტს ვაშინგტონში ამერიკა, კოსტა-რიკა, ნიდერლანდები, კორეა და ზამბია უმასპინძლებენ. მასში მონაწილეობას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც მიიღებს.
ასევე ნახეთ: გენერალი მილი: ირანს ბირთვული ბომბისთვის საჭირო საწვავის მიღება ორ კვირაზე ნაკლებ დროში შეუძლიასამიტზე 120 ქვეყნის წარმომადგენელია მიწვეული. მათი ნაწილი ვაშინგტონში ჩამოვა, ნაწილი კი ვირტუალურად აპირებს მიმართვის გავრცელებას. სამიტზე მონაწილეებს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც სამშაბათს, სამიტამდე დაგეგმილ ღონისძიებაში, ენტონი ბლინკენთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
პრეზიდენტმა ბაიდენმა დემოკრატიის სამიტის იდეა ჯერ კიდევ 2020 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს წარადგინა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მოკავშირეები, მსგავსად მოაზროვნე ქვეყნები გაერთიანდნენ და აჩვენონ მსოფლიოს, რომ დემოკრატიული ერთობა ძლიერია.