უკრაინას "მიგ-29"-ებს სლოვაკეთიც გადასცემს

პარასკევს გაკეთებული განცხადების შემდეგ, სლოვაკეთი მეორე ქვეყანა გახდა, რომელიც უკრაინას "მიგ-29" ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის. კიევი ავიამოიერიშეებს ომის ამ ეტაპზე რუსულ აგრესიასთან გასამკლავებლად უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს.

პოლონეთმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უკრაინას ამ თვითმფრინავებს მიაწვდიდა. სლოვაკეთმა თავისი 11 ასეთი თვითმფრინავის გამოყენება გასული წლის ზაფხულიდან შეწყვიტა. თუმცა უკრაინას ის ავიამოიერიშეები გაეგზავნება, რომლებიც საბრძოლოდ ფუნქციურ მზადყოფნაშია. სლოვაკეთის პრემიერ მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა თქვა, რომ ის ასევე მიაწვდის კიევს თავისი KUB-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამის შესახებ, პრემიერის ცნობით, მთავრობამ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

"ამ საბრძოლო თვითმფრინავების [უკრაინისთვის] გადაცემის პროცესი მიმდინარეობს პოლონურ მხარესთან, უკრაინასთან და ცხადია სხვა მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციით", - განმარტა მან.

სლოვაკეთი ევროკავშირისგან ფინანსურ კომპენსაციასაც მიიღებს. მან ასევე მიაღწია შეთანხმებას შეერთებულ შტატებთანაც, რომლის თანახმადაც, ის 700 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას მიიღებს.