რუსეთმა განაცხადა, რომ ყველა საბრძოლო თვითმფრინავი, რომელსაც დასავლური სახელმწიფოები უკრაინას მიაწვდიან, "განადგურდება".
ამის შესახებ მოსკოვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ნატოს წევრმა ქვეყნებმა - პოლონეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინას "მიგ-29" ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდიან.
ასევე ნახეთ: რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკული დრონის ჩამოგდებისთვის პილოტები დააჯილდოვაუკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიევს მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარება გაუგზავნეს. უკრაინა აცხადებს, რომ მას რუსეთის დაწინაურებისთვის ხელის შესაშლელად და ტერიტორიების გასათავისუფლებლად მეტი იარაღი და ტექნიკა სჭირდება.
მოსკოვი დასავლეთს კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კიევის იარაღით მომარაგების პარალელურად დასავლური იარაღი კრემლის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიმდინარეობისას ყველა ეს აღჭურვილობა განადგურების ობიექტი გახდება. ეს თქვენები თითქოს მოძველებული და უსარგებლო აღჭურვილობის თავიდან მოშორებას ცდილობენ", - თქვა კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
სლოვაკეთმა ამერიკისგან 2018 წელს F-16-ის ტიპის ახალი საბრძოლო თვითმფრინავები შეუკვეთა და "მიგ-29"-ებს გასული ზაფხულის შემდეგ აღარ იყენებს.