"ჩვენ ამერიკელები ვართ - როდესაც ადამიანებს უსამართლოდ ექცევიან, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ" - გენერალი სიმსი
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინის წინააღმდეგ კრემლის წამოწყებულმა ომმა, მეორე წლის ათვლა დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში, აშშ-ის კონგრესმა, უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, $113 მილიარდზე მეტი გამოჰყო. კიევმა, ვაშინგტონისგან უკვე მიიღო 31,7 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება.