ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშადში, ფერდოუსის უნივერსიტეტიდან, ათზე მეტი პროფესორი გაათავისუფლეს. მიზეზი იმ საპროტესტო გამოსვლების მხარდაჭერა და მონაწილეობაა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ირანი საპროტესტო გამოსვლებმა მას შემდეგ მოიცვა, რაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი გარდაიცვალა.
ირანელ სტუდენტთა კავშირის საბჭო აცხადებს, რომ „სტუდენტების მხარდაჭერისა და უფლებების დაცვის გამო“, 11 პროფესორი გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ: გაერო ირანს სიკვდილით დასჯას ხალხის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებსსაბჭო სამსახურებიდან გათავისუფლებული პროფესორების ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა ამბობს, რომ ექვსი მათგანი ლიტერატურის ფაკულტეტზე, სამი იურიდიულ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დანარჩენები კი მათემატიკისა და ეკონომიკის ფაკულტეტებზე მუშაობდნენ.
მაჰსა ამინი, რომელიც "ზნეობის პოლიციამ", ჯიჰაბის არასწორი ტარების გამო დააკავა, 16 სექტემბერს გარდაიცვალა. მას შემდეგ, ქალთა უფლებების დაცვის მოთხოვნით, ირანის დიდ ქალაქებსა და პროვინციებში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება.
არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა უნივერსიტეტებში, განსაკუთრებით კი თეირანში, სადაც სტუდენტთა დიდმა ნაწილმა, ლექციებზე დასწრებაზე უარი თქვა. „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“, „სიკვდილი დიქტატორს“, - სკანდირებდნენ სტუდენტები. ბევრმა მათგანმა, საკუთარი თავსაბური დაწვა.
დემონსტრაციებში მონაწილე სტუდენტები, პროფესორებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. ზოგიერთი უნივერსიტეტის პროფესორებმა და ლექტორებმა, სტუდენტ დემონსტრანტებს სოლიდარობაც გამოუცხადეს.
ასევე ნახეთ: ირანში ორ ახალგაზრდას დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანესწლის განმავლობაში, ხელისუფლებამ საპროტესტო გამოსვლების მონაწილე მრავალი სტუდენტი დააკავა, დააპატიმრა და განათლების მიღება აუკრძალა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „HRANA“-ს ინფორმაციით, 26 იანვრის მონაცემებით, სულ მცირე 700 სტუდენტია დაკავებული.