სამშაბათს უკრაინაში ქალაქ დნიპროში რუსული დაბომბვის შემდეგ ჩამონგრეული შენობის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძებნა შეწყვიტეს. ოფიციალურად მსხვერპლის რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.
სახელმწიფო სამაშველო სამსახურმა თქვა, რომ უცნობია 20 ადამიანის შესახებ. შაბათის თავდასხმის შედეგად 5 ბავშვია დაღუპული. მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, სულ კი 79 ადამიანია დაშავებული.
ასევე ნახეთ: რუსეთიდან საქართველოში, ომის შემდეგ, $2 მილიარდზე მეტი გადაირიცხა"17 იანვარს, დღის პირველ საათზე, დნიპროში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ძებნის ოპერაციები დასრულებულია", - წერს სამაშველო სამსახური "ტელეგრამზე".
ბოლო 3 თვის განმავლობაში რუსეთის ინტენსიური სარაკეტო იერიშების კამპანიის ფარგლებში, ამ თავდასხმას ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა. რეგიონის ადგილობრივი მთავრობის წარმოამდგენლებმა სამშაბათს თქვეს, რომ ნანგრევებიდან ბოლოს ბავშვის ცხედარი ამოიტანეს.
უკრაინა ამბობს, რომ შენობას რუსული Kh-22 რაკეტა მოხვდა. მოსკოვი კვლავ აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მისი "სპეციალური ოპერაციის" სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მოსახლეობა არ არის.