მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: ჩინეთში კორონა ვირუსზე მეტი უნდა ვიცოდეთ

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, რომ მათ მეტი ინფორმაცია სჭირდებათ ჩინეთში კორონა ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

ჩინეთში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა კორონავირუსის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გაუქმების გამო, რაც მოსახლეობისთვის რუტინული ტესტების ვალდებულებას და მკაცრი შეზღუდვების ითვალისწინებეა. ამ ფონზე, აშშ-სა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ტესტირება გამკაცრდა ჩინეთიდან შემოსულ მგზავრებზე.

ჩინეთში საავადმყოფოები გადატვირთულია და ქვეყანა პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კოვიდ-19 ყველაზე დიდ აფეთქებას უმკლავდება. ამას თან ერთვის ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინა არ მიუღია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ჩინეთში ინფიცირების მკვეთრი ზრდის გამო, ათობით ათასი ხანდაზმული ადამიანი დაიღუპება, დღეში დაახლოებით - 5 000. ისინი ფიქრობენ, რომ ჩინეთში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი მილიონამდე გაიზრდება.

ექსპერტები ჩინეთის მთავრობის ოფიციალურ მონაცემებს არ ენდობიან და ამბობენ, რომ სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებებით, სიკვდილობის ნამდვილი მაჩვენებლები იქ არ გამოქვეყნდება. ჩინეთი აცხადებს, რომ უკვე მე-5 დღეა კოვიდ-19-ით ქვეყანაში არავინ დაღუპულა.

ჩინეთმა კოვიდ-19-ით გარდაცვალების კლასიფიკაცია შეცვალა. პაციენტი კოვიდით დაღუპულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კორონავირუსის ფონზე პნევმონიით, ან რესპირატორული გართულებით გარდაიცვლება. ამ ფაქტმა მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის ექსპერტების გაკვირვება გამოიწვია.

ასევე ნახეთ: საიდან წარმოიშვა კოვიდ19? - ჯანმოს სპეციალისტები ჩინეთში ჩავიდნენ