რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, უახლოეს მომავალში, უკრაინაში საბრძოლველად გაწვეული ჯარისკაცების დედებს შეხვდება. ამის შესახებ გავრცელებულ ინფრორმაციას კრემლი კრემლი ადასტურებს.
ინფორმაცია ჯარისკაცების დედებთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, თავდაპირველად გამოცემა „ვედომოსტიმ“ გაავრცელა, შემდეგ კი კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა. 27 ნოემბერს, რუსეთში დედის დღე აღინიშნება.
Your browser doesn’t support HTML5
„ნამდვილად, ასეთი შეხვედრა იგეგმება, შეგვიძლია დავადასტუროთ“, - განაცხადა ჟურნალისტების პასუხად სპიკერმა. „შეხვედრა მზადების პროცესშია. პრეზიდენტი ხშირად მართავს ასეთ შეხვედრებს, თუმცა ყოველი მათგანი საჯარო არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტი რეალურად არსებული მდგომარეობის შესახებ, სრულ ინფრომაციას იღებს“, - ამბობს, პესკოვი.
უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსეთმა ასობით ათასი ჯარისკაცი გაგზავნა, მათ შორის 300 000 რეზერვისტი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, პუტინმა რუსეთში სამხედრო მობილიზაცია სექტემბერში გამოაცხადა. კრემლი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზებაა.
Your browser doesn’t support HTML5
შეერთებული შტატების უმაღლესი რანგის გენერალი, ორივე მხრიდან, როგორც რუსეთიდან, ასევე უკრაინიდან, ცალ-ცალკე, ომში 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, ან დაიჭრა.
კრემლი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს, კვლავ „სპეციალურ სამხედრო“ ოპერაციას უწოდებს და პუტინი მის წამოწყებას არ ნანობს. ის ამბობს, რომ ეს წყალგამყოფი მომენტია, როდესაც მისი თქმით, რუსეთი საბოლოოდ დაუპირისპირდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ წარმოქმნილ დასავლეთის „ჰეგემონიას“.