„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ მომზადებული საზოგადოებრივი აზრის კვლევით ირკვევა, რომ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, გამოკითულთა 52% მტკიცედ უჭერს მხარს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებულ სოციალურ კვლევებში დახარჯული თანხები, ქვეყანაში რადიკალიზაციას უწყობს ხელს.
ასევე ნახეთ: 220 შესწორება საქართველოს შესახებ რეზოლუციაში - რას განიხილავენ ევროპარლამენტარები?"გამოქვეყნებულ რიცხვებს არანაირ დატვირთვას არ ვაძლევ. ოპოზიცია, უმრავლესობა, ქართული საზოგადოება, ამ კვლევას ყველა უნდობლობას უცხადებს და ჯიუტად ხდება ამ რიცხვების გამოქვეყნება, რომლის შედეგიც საბოლოო ჯამში არის არეულობისა და დესტრუქციის წახალისება. რა მიზეზი აქვს ასე ჯიუტად რამდენიმე თვეში ერთხელ, ყოველ ჯერზე რიცხვების გამოქვეყნებას, რომელიც არათუ ჩვენი ანალიზით, ან აღქმით, არ არის სწორი, არამედ ფაქტებით დადასტურდა... ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას არაფერი, გარდა დესტრუქციის გაღრმავებისა და რადიკალიზაციის გაღარმავებისა, ქართველი ხალხისთვის არ მოაქვს. ამიტომ, მე მიკვირს, ერთი მხრივ ეს არის თანხა, რომელზეც ამბობენ, რომ იხარჯება ქართველი ხალხისთვის და მეორე მხრივ, ყველა ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ეს არის თანხა დახარჯული რადიკალიზმის გაღვივებაში", - განაცხადა პაპუაშვილმა.
„საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ (IRI), საზოგადოებრივი აზრის კვლევის სედეგები 7 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამავე კვლევით, მოქალაქეების დიდ უმრავლესობას ახალი პოლიტიკური პარტიების ხილვა სურს.
IRI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის თანახმად, მოქალაქეთა უმრავლესობა სრულად ან ნაწილობრივ უჭერს მხარს, საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.
ასევე ნახეთ: დეგნანი: ნებისმიერი რამ, რაც დაასუსტებს მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიასშეკითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ? - პასუხები ასეთია:
- 34% - მტკიცედ უჭერს მხარს;
- 18% - გარკვეულწილად უჭერს მხარს;
- 8% - გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
- 34% - მტკიცედ ეწინააღმდეგება;
- 6% - არ იცის.
გამოკითხვის საველე სამუშაოები 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კვლევა ჩატარდა რესპონდენტებთან სახლში პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. კვლევაში მონაწილეობდა 18+ ასაკის და ხმის მიცემის უფლების მქონე საქართველოს 1 500 მოქალაქე. ცდომილების ზღვარი შეადგენს +-2,5%-ს. პასუხის გაცემის მაჩვენებელია 74%.