უკრაინაში მიწას სამხედრო პატივით მიაბარეს კიდევ ერთი გმირი, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი (გერმაში). დედით უკრაინელი და მამით ქართველი, იგი ლუჰანკის ფრონტზე, სოფელ ბილოგორივკასთან 19 ოქტომბერს, საარტილერიო დაბომბვის დროს დაიღუპა. უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი მარტიაშვილი პროფესიონალი სამხედრო და უკრაინის ეროვნული გვარდიის უფროსი ლეიტენანტი იყო.
სამხედრო საქმე ნასწავლი ჰქონდა, უკრაინის სახმელეთო ჯარების ეროვნულ აკადემიაში შემავალ, ლვივის სერჟანტთა მომზადების სამხედრო კოლეჯში, ასევე ხარკივში, უკრაინის ეროვნული გვარდიის ეროვნულ აკადემიაში.
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში 17 წლის ასაკიდან იყო ჩართული. 2015 წელს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და დონბასში შეიჭრა, მამასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალების 46-ე ცალკეული, სპეციალური დანიშნულების ბატალიონის „დონბასს-უკრაინას“ მებრძოლი გახდა.
შვილი გავზარდე ვაჟკაცად და თავისი ქვეყნის წინაშე ვალმოხდილად და არა - მოღალატედ. ვინ ამინაზღაურებს მისი წასვლით მიყენებულ ტკივილის ცხოვრებაში? ვერავინ, გარდა იმის გააზრება, რომ ის თავის სამშობლოს შეეწირადავით მარტიაშვილი, ალექსანდრე მარტიაშვილის მამა
„პატარა ასაკიდანვე გასწავლიდი თუ რაში მდგომარეობდა ოფიცრის ღირსება და ვაჟკაცობა, აკადემიის დამთავრების შემდეგ წახვედი დიდ ცხოვრებაში, სადაც ჩაგბარდა სხვა ადამიანთა ბედი. ვფიქრობდი, დროის მანძილზე, შეიძლება ათასების ბედი ჩაგბარებოდა, რასაც თურმე ასრულება არ ეწერა", - წერს 24 წლის გმირის მამა, თადარიგის პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი. "შვილი გავზარდე ვაჟკაცად და თავისი ქვეყნის წინაშე ვალ მოხდილად და არა მოღალატედ. მეორე საკითხია, უნდოდა თუ არა მას ეს ომი, მაგრამ პირველი საკითხია ვალდებულება ქვეყნის წინაშე, ვინც გაზარდა, ასწავლა და სამშობლოს დაცვა ჩააბარა... ვინ ამინაზღაურებს მისი წასვლით მიყენებულ ტკივილის ცხოვრებაში? ვერავინ, გარდა იმის გააზრება, რომ ის თავის სამშობლოს შეეწირა“.
დავით მარტიაშვილი 2014-2016 წლებში თავად იბრძოდა აღმოსავლეთ უკრაინაში, ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა მოხალისედ სპეციალური დანიშნულების ბატალიონ „დონბასს-უკრაინაში”, 2016 წელს კი ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა.
მანამდე პოლკოვნიკი მარტიაშვილი სამაჩაბლოსა და აფხაზეთშიც იბრძოდა, იყო ეროვნული გვარდიის მე-7 ბატალიონის მეთაური; არის საქართველოს ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების ომის ვეტერანთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
Your browser doesn’t support HTML5
21 ოქტომბერს უკრაინაში ასევე დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მოხალისე მიხეილ ყაფლანიშვილი. ისიც ლუჰანსკის ფრონტზე დაბომბვის ადგილას იყო და იქვე დაიღუპა.
46 წლის ყაფლანიშვილი „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ აქტივისტი იყო. იგი უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ, ქართველ მოხალისეთა პირველ ტალღასთან ერთად ჩავიდა. ყაფლანიშვილი, რომელსაც „კაპლანის“ მეტსახელით იცნობდნენ, აპრილიდან მოყოლებული, უკრაინის ტერიტორიაზე აქტიურად იყო ჩართული, როგორც ჰუმანიტარულ, ისე - სხვადასხვა სამხედრო ოპერაციაში.
საქართველო იყო მისთვის პირველი. საქართველოს დასაცავად ჩავიდა უკრაინაშიც. მეამაყება, რომ ასეთი შვილი გავზარდე, მაგრამ ცოცხალი მინდოდა, რომ ყოფილიყოგულიკო მაღრაძე, მიხეილ ყაფლანიშვილის დედა
„საქართველო იყო მისთვის პირველი. საქართველოს დასაცავად ჩავიდა უკრაინაშიც. მეამაყება, რომ ასეთი შვილი გავზარდე, მაგრამ ცოცხალი მინდოდა, რომ ყოფილიყო. გერმანიაში მუშაობდა, იქიდან ჩავიდა უკრაინაში. მე არც ვიცოდი, არ მეუბნებოდა, მიფრთხილდებოდა. ასეთი თბილი იყო. მერე მითხრა, გვიან. წინა ხაზზე არ წაიყვანენ მეთქი, ამის იმედი მქონდა იმიტომ, რომ ავტომატი ხელში მანამდე არ სჭერია“, - ამბობს მიხეილ ყაფლანიშვილის დედა გულიკო მაღრაძე.
მიხეილ ყაფლანიშვილის ცხედარი ლუჰანკის ოლქიდან ჯერ ხარკივში, შემდეგ კი კიევში გადაასვენეს, სადაც წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. საქართველოში ყაფლანიშვილის ცხედარი 27 ოქტომბერს გამთენიისას ჩამოასვენეს და ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაასვენეს.