რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ "ტერორისტული აქტები" განახორციელა. ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ მოსკოვის პასუხი ძლიერი რეაგირება იქნება, თუკი ისინი გაგრძელდება.
სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა თქვა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების საპასუხოდ, რომელიც ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებდა, მოსკოვმა ორშაბათს უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე, შორი რადიუსის რაკეტებით იერიში დაიწყო.
ასევე ნახეთ: რუსეთმა უკრაინის 10-ზე მეტი დასახლება დაბომბა„ცხადია, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა ბრძანა, მოაწყო და განახორციელა ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას“, - თქვა პუტინმა ხიდის აფეთქების შესახებ.
ხიდის აფეთქებაზე, კიევს ოფიციალურად პასუხისმგებლობა არ აუღია.
“თავისი ქმედებებით კიევის რეჟიმმა თავი ყველაზე ოდიოზურ საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფებებთან გააიგივა. უბრალოდ შეუძლებელია მსგავსი დანაშაულების უპასუხოდ დატოვება", - თქვა პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის გახსნისას.
უკრაინის ქალაქების ნაწილი ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დარჩა. ორშაბათ დილით მიტანილი სარაკეტო იერიშების შედეგად, არის მსხვერპლი და ათეულობით დაშავებული კიევში და უკრაინის ათზე მეტ ქალაქში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა: „პუტინი არის ტერორისტი, რომელიც რაკეტების ენით საუბრობს“.
ასევე ნახეთ: როგორ გარდავქმნათ რუსეთი თუ როგორ დავამარცხოთ რუსეთი?რუსეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ რუსეთი უკრაინის ნებისმიერ შემდგომ თავდასხმას "მკაცრად" უპასუხებს.
“თუკი ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები გაგრძელდება, რუსეთის პასუხები იქნება მკაცრი და მათი მასშტაბი იქნება რუსეთის ფედერაციისთვის შექმნილი საფრთხის დონის შესაბამისი. ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს“, - განაცხადა პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ პიკის საათებში განხორციელებული თავდასხმები, როგორც ჩანს, განზრახული იყო მშვიდობიანი მოსახლეობის მოსაკლავად და ელექტროენერგიის გამორთვისთვის.