რუსეთმა რუმინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთი აცხადებს, რომ რუმინელი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გასცა.

ასევე ნახეთ: ევროპა თავის დათესილს იმკის - ერდოღანი ენერგეტიკულ კრიზისზე

თავად რუმინეთმა, საერთაშორისო ნორმების დარღვევის მოტივით, ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გასულ თვეში გააძევა.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, დასავლეთის მიერ დაკისრებული უპრეცედენტოდ მკაცრი სანქციების პასუხად, მოსკოვს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად, რუმინეთი “არამეგობრული” ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი.

ასევე ნახეთ: ევროკავშირი რუსული გაზის ფასის ზედა ზღვარს დააწესებს, პუტინი კი გაყინვით იმუქრება

მას შემდეგ, მხარეებმა, ერთმანეთის ასობით დიპლომატი გააძევეს.

აპრილში, ბუქარესტმა რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელი ერთბაშად გააძევა, რასაც მოსკოვის საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა.