უკრაინაში, აღმოსავლეთის ფრონტზე, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გელა გოგია დაიღუპა. ქართველი ქალაქ კრამატორსკთან მდებარე ფრონტის ხაზთან დაეცა, რომელიც 2014 წლიდან, რუსეთის მიერ ქალაქ დონეცკის ოკუპაციის შემდეგ, უკრაინას, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრად აქვს გამოცხადებული.
კრამატორსკს ოკუპანტები ბოლო დღეებში უმოწყალოდ ბომბავენ, გოგია 25 აგვისტოს სწორედ რუსების საარტალიერიო იერიშს ემსხვერპლა. იგი უკრაინის არმიის 25-ე ბრიგადაში იბრძოდა. 54 წლის სენაკელი გელა გოგია აფხაზეთის ვეტერანი იყო, ბოლო 25 წელი უკრაინაში ცხოვრობდა.
2014 წლიდან მონაწილეობდა უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციაში, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში. 2016 წელს, უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის პოროშენკოს ბრძანებით მიღებული აქვს უკრაინის სახელმწიფოს მედალი.
მისი ბრიგადა კრამატორსკი-ბახმუტთან პოზიციებს იცავდა. ბოლოს სამი დღის უკან მესაუბრა, ფრონტის ხაზიდან გამოვიდა და მალევე უკან დაბრუნდა. მითხრა რო ბახმუტის მიმართულებით მიდიოდა, ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყოსოსო გოგია, გელა გოგიას შვილი
2022 წლის თებერვლის ბოლოს, მას შემდეგ, რაც პუტინის ბრძანებით, რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა და სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა, გოგია მაშინვე უკრაინის დამცველებს შეუერთდა, დაიჭრა, თუმცა მალევე ფრონტზე დაბრუნდა.
„დიდი ხანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა, იყო ინსტრუქტორიც, მისი ბრიგადა კრამატორსკი-ბახმუტთან პოზიციებს იცავდა. ბოლოს სამი დღის უკან მესაუბრა, ფრონტის ხაზიდან გამოვიდა და მალევე უკან დაბრუნდა.
მითხრა რო ბახმუტის მიმართულებით მიდიოდა, ეს ჩვენი ბოლო საუბარი იყო. ძალიან უყვარდა, როგორც საქართველო, ისე უკრაინა, ორივე ქვეყნის პატრიოტი იყო“ - ამბობს გელა გოგიას შვილი სოსო გოგია.
ოკუპანტებთან ბრძოლაში 25 აგვისტოს, კიდევ ოთხი ქართველი მებრძოლი დაიჭრა, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა ბატალიონში ირიცხებოდნენ.
ბოლო ინფორმაციით, მათ დროულად აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში და ახლა, ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ შეტაკების დროს, დაიღუპა ქართველების თანამებრძოლი, აზერბაიჯანელი მოხალისე საიდ ვასიფ ოღლუ ჰუსეინოვი.
დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ყველანაირი მკურნალობა უტარდებათ, მალე დადგებიან ფეხზემიხეილ ბატურინი
„დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ყველანაირი მკურნალობა უტარდებათ, მალე დადგებიან ფეხზე“ - ამბობს უკრაინაში მებრძოლი მიხეილ ბატურინი, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი.
გელა გოგია მე-20 ქართველია, რომელიც უკრაინის დროშის ქვეშ, რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს დაეცა. 2014 წლიდან, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი (ან ქართული წარმოშობის უკრაინელი) მებრძოლების რიცხმა კი 31-ს მიაღწია.
გელა გოგიას ცხედარი კრამატორსკიდან უკვე გადაასვენეს ქალაქ დნეპრში, სადაც 25 წელია ცხოვრობდა. დნეპრის ფერისცვალების ტაძარში მას ოჯახის წევრები და თანამებრძოლები გამოეთხოვნენ.
ცხედარს დნეპრიდან უკრაინის დედაქალაქში გადაასვენებენ, აქაც წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში პაანშვიდი გაიმართება, რის შემდეგაც ქართველი მებრძოლის ცხედარს პოლონეთის გავლით, სამშობლოში გადმოასვენებენ. გელა გოგიას მშობლიურ სენაკში დარკრძალავენ.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლები (2014-2022)
გელა გოგია 25.08.2022
ბერდია ჯოხაძე 12.08.2020
კახა გოგოლი 10.07.2020
ალუდა ზვიადაური 16.06.2022
კირილე შანავა 04.06.2022
დანიელ გერლიანი 03.06.2022
გიორგი გრიგოლია 03.06.2022
რატი შურღაია 14.05.2022
ტატო ბიგვავა 12.05.2022
ვიტალი ორბელაძე 23.04.2022
ზაზა ბიწაძე 16.04.2022
არკადი კასრაძე 16.04.2022
ალიკა ცაავა 16.04.2022
დავით მენაბდიშვილი 09.04.2022
ნიკა შანავა 09.04.2022
დავით გობეჯიშვილი 27.03.2022
ბახვა ჩიქობავა 19.03.2022
გია ბერიაშვილი 17.03.2022
დავით რატიანი 17.03.2022
ოლეგ გეგეჭკორი 08.03.20220:0
დავით შარტავა 18.04.2021
გიორგი სარალიძე 31.10.2017
დავით სიხარულიძე 11.05.2017
დავით გამსახურდია 08.10.2016
ირაკლი ქუთელია 09.12.2015
რეზო წიკლაური 29.04.2016
გიორგი ბარათელი 08.08.2015
კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015
გიორგი ჯანელიძე 18.04.2015
თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015
ალექსანდრე გრიგოლაშვილი 18.12.2014