უკრინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს. ამის მიზეზი უკრაინის სამხრეთში, ზაპორიჟიეს რეგიონში მდებარე ბირტვული ელექტროსადგურის დაბომბვა და მისი უსაფრთხოების შესახებ არსებული შიშია
ზელენსკიმ ორშაბათს გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში თქვა, რომ შესაძლო კატასტროფა საფრთხეს რეგიონის სხვა ქვეყნებსაც შეუქმნის.
"თუკი მსოფლიო ახლა არ აჩვენებს ძალას და გადამჭრელ მზაობას ერთი ატომური ელექტროსადგურის დასაცავად, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო დამარცხდა", - თქვა ზელენსკიმ.
რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ადანაშაულებენ ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს იერიშების მიტანაში. სადგურ "ენერგოდარის" ახალმა, რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბას განაცხადა, რომ უკრაინული არტილერიის მიერ ჩამოგდებული ბომბები სადგურის სიახლოვეს ეცემოდა. უკრიანის მთავრობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ სწორედ რუსული ძალები ცდილობენ თავდასხმის უკრაინულ იერიშად წარმოჩენას და თავად ბომბავენ ტერიტორიას.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსიი რეზნოკოვმა "ამერიკის ხმის" უკრაინულ რედაქციას უთხრა, რომ ქვეყნისთვის ამ საგურის დაბომბვა უაზრობა იქნებოდა, რადგან უკრაინულ მხარეს დღეს "ესმის კაცობრიობისთვის ატომური საფრთხის მასშტაბები".
"ჩვენ გამოვიარეთ ჩერნობილის ტრაგედია 1986 წელს. სწორედ უკრაინელებმა კარგად იციან, რა იყო ჩერნობილის ტრაგედია და რამდენი ადამიანი დაიღუპა რადიაციისგან. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ ჩაერიონ. ჩვენ ვთხოვთ არა მხოლოდ "საერთასორისო ატომურ ენერგო-სააგენტოს, არამედ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას რომ ჩაერიონ დ აგავლენა მოახდინონ იმისათვის, რომ ეს ევროპაში კიდევ ერთ ატომურ კატასტროფად არ იქცეს", - ამბობს რეზნიკოვი.
თავდაცვის მინისტრის განმარტებით, რუსეთის ძალების კონცენტრაცია ენერგოსადგურზე და მათი ქმედებები პროვოკაციულია და რუსები მსოფლიოს "ატომურ ნერვებს" ცდიან.