რუსეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვს უკრაინაში ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენება „არ სჭირდება“. მოსკოვში ამბობენ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია „აბსოლუტური სიცრუეა“.
„სამხედრო თვალსაზრისით, არ არის საჭირო უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება დასახული მიზნების მისაღწევად. რუსული ბირთვული იარაღის მთავარი მიზანია, ბირთვული თავდასხმის შეკავება,“- თქვა სერგეი შოიგუმ უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლის დროს, რომელიც მოსკოვში გაიმართა.
რაც შეეხება "სტარტის" შეთანხმებას, შოიგუ ამბობს, რომ საკითხზე მოლაპარაკებების პროცესი რთულად მიმდინარეობს.
„მძიმე ვითარებაა სტრატეგიული შეტევითი იარაღის შეზღუდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ძალაშია 2026 წლამდე,“- ამბობს შოიგუ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი აქვე განმარტავს, რომ რუსეთი აგრძელებს სტარტის ხელშეკრულების შესრულებს.
Facebook Forum