ბრიტანეთი უკრაინას მთელ რიგ საარტილერიო იარაღს, მათ შორის, 1600 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ, თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლასმა განაცხადა.
თავდაცვის მდივნის განცხადებას, წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მიერ, უკრაინისთვის მილიარდი ფუნტის ფირებულების სამხედრო დახმარების დაპირება. ამით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმსაშტაბიანი ომი წამოიწყო, კიევის მიმართ, ლონდონის დახმარებამ 2,3 მილიარ ფუნტს მიაღწია.
ასევე ნახეთ: ლავროვი: რუსეთს დონბასზე მეტი უნდა“ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს ინსტრუმენტები, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა პუტინის უკანონო შემოჭრისგან“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.
უოლასის თქმით, ბრიტანეთი უკრაინისთვის ასევე უზრუნველყოფს სარადარო სისტემებს, ასობით თვითმფრინავს და 50 000-ზე მეტ საბრძოლო მასალას.
ასევე ნახეთ: აშშ უკრაინისთვის დაზვერვის ცნობების გაზიარებას განაგრძობსდიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას მთელი რიგი სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის თითქმის 7000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით რაკეტა და ჯავშანტექნიკა. ასევე, ბრიტანეთი ამზადებდა უკრაინელ ჯარისკაცებს.