მადრიდში გამართულ სამიტზე ალიანსმა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. 30 მოკავშირის მიერ რატიფიკაციის პროცესის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ნატოსა და რუსეთს შორის დღემდე არსებული 1250 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი გაორმაგდება. ეს ერთ-ერთ მიზეზია იმისა, თუ რატომ უწოდებენ მადრიდის სამიტს ისტორიულს.
ამ სამიტზე ნატომ რუსეთი დაუყოვნებელ და პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადა. მოკავშირეები შესაბამისი ზომების მიღებაზეც შეთანხმდნენ. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი იან ბჟეზინსკი ამბობს, რომ ნატომ საქართველოს და უკრაინას მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებითაც უნდა მისცეს და ისინი ალიანსთან დააახლოვოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად. ბჟეზინსკის "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო იან, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ნატოს მადრიდის სამიტს დამკვირვებლების ნაწილი ისტორიულს უწოდებს. თქვენ რას ფიქრობთ და როგორ აფასებთ მას?
ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან გრძელვადიანი პრობლემა გვაქვს და რომ მასზე რეაგირებას ძლიერი სტრატეგია სჭირდება. ჩვენ ნელი ტემპით ვაძლიერებთ რეაგირებას - ეს არ არის საკმარისად სწრაფი ნაბიჯები, მაგრამ მე არ დავეთანხმები არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ. პირიქით!
ეს ცივი ომის შემდეგ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი იყო იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რა ფონზეც ის გაიმართა. ფონი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და იქ მიმდინარე ომია. ბირთვული სახელმწიფო თავს დაესხა ალიანსის მეზობელ ქვეყანას, ხოლო ალიანსი აქტიურ დახმარებას უწევს უკრაინას. ალიანსის ეს შეკრება ევროპაში ომის დაბრუნებას დაემთხვა.
მეორე ფაქტორი ის არის, რომ ალიანსმა დაიწყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ახალი, ცივი ომის შემდგომი პერიოდის დასაწყისი, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის მომატებული სამხედრო დაძაბულობა იარსებებს. ჩემთვის ეს სამიტი ამის გამო არის მნიშვნელოვანი.
ამასთან ერთად მოხდა ერთგვარი უპრეცედენტო რამ - ნეიტრალურმა ქვეყნებმა შვედეთმა და ფინეთმა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად გადაწყვიტეს ალიანსს შეუერთდნენ. ბოლო წუთამდე უცნობი იყო იქნებოდა თუ არა თანხმობა ალიანსში მათ მიღებაზე, მაგრამ თურქეთი საბოლოო ჯამში დათანხმდა და ახლა ნატოს გაფართოების კიდევ ერთი ტალღა იწყება. რას ფიქრობთ ამ ნაბიჯზე, როგორ მოვედით აქამდე?
დიახ, ეს ცოტა სანერვიულო იყო. თურქებმა, რა თქმა უნდა, ორი ახალი წევრის მიღების შესაძლებლობა თავიანთი დღის წესრიგის დასაწინაურებლად გამოიყენეს, რაც არ არის გასაკვირი. თურქები წინააღმდეგობას გამოთქვამდნენ შვედეთის მხრიდან თურქეთისთვის იარაღის ემბარგოზე და განსაკუთრებით, ერდოღანი შეშფოთებას გამოხატავდა შვედეთის და ფინეთის პოზიციის გამო, რომელიც მათ ქურთების მიმართ აქვთ. საბოლოოდ გარიგება შედგა. იარაღის ემბარგო მოიხსნა.
Your browser doesn’t support HTML5
შვედები და ფინელები დათანხმდნენ ქურთისტანის მუშათა პარტია ტერორისტულ ჯგუფად გამოაცხადონ. უნდა ითქვას, რომ ეს გარიგება ვერ შედგებოდა შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერის გარეშე. ამ მხარდაჭერის ნაწილი იყო ამერიკის მხრიდან მატერიალური დახმარების პირობა, ასევე ეფ-16 ტიპის თვითმფრინავების მიყიდვა - რაც ჩემი აზრით, კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან თურქეთს უნდა ჰქონდეს ძლიერი თავდაცვა და ეს თვითმფრინავი ერთ-ერთი საუკეთესოა. ამ ყველაფერს დაემატა პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ ერდოღანის შეხვედრის ჩანიშვნაც.
ნატოსა და რუსეთს შორის ტერიტორიული სიახლოვე ახალ დონეზე გადავიდა. მათი საერთო საზღვარი ახლა თითქმის 1300 კილომეტრით გაიზარდა. ამით პუტინს ალბათ იმედები ძალიან გაუცრუვდა მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთზე თავდასხმას არ აპირებს. ამასთან ერთად, ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებით, ნატო იძენს ორ ძალიან მძლავრ სამხედრო ძალას. ორივეს ფანტასტიური საჰაერო ძალები აქვს.
ახლა დაიწყება, ეგრეთწოდებული, გაწევრიანების პროტოკოლი, რომლის ნაწილიც, ფინეთისა და შვედეთის ნატოში წევრობის რატიფიცირება 30 წევრი სახელმწიფოს პარლამენტებმა უნდა მოახდინონ. ეს დიდი პროგრესია, რომელიც ნატოს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. წარმოიდგინეთ, რომ შვედეთი და ფინეთი ერთად აღებული, ორი გერმანიის ზომაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ნატოსა და რუსეთს შორის ტერიტორიული სიახლოვე ახალ დონეზე გადავიდა. მათი საერთო საზღვარი ახლა თითქმის 1300 კილომეტრით გაიზარდა. ამით პუტინს ალბათ იმედები ძალიან გაუცრუვდა მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთზე თავდასხმას არ აპირებს. ამასთან ერთად, ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებით, ნატო იძენს ორ ძალიან მძლავრ სამხედრო ძალას. ორივეს ფანტასტიური საჰაერო ძალები აქვს. ფინელები მალე გადავლენ ეფ-35 ტიპის თვითმფრინავებზე, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ამერიკაში. შვედებს არაჩვეულებრივი საზღვაო ძალები ჰყავს და ფინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახმელეთო ჯარი და საარტილერიო შესაძლებლობები აქვს. ალიანსში მათი გაწევრიანებით, ბალტიის ზღვა ნატოს ეზოს ტბა გახდება, რადგან ზღვის სანაპიროს 95 პროცენტი ნატოს ტერიტორია იქნება. თუმცა, ჯერ გაწევრიანების პროტოკოლი უნდა დამთავრდეს, რაც ერდოღანს კიდევ ერთ შანსს მისცემს, რომ ნამცხვრის კიდევ ერთი ნაჭერი მიიღოს - ასე რომ, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება, მანამდე დამთავრებული არაფერია.
თქვენი აზრით, რატომ იყო ერდოღანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრა მაშინ, როცა მეორეს მხრივ, თურქული მხარე დასავლეთს, ფაქტობრივად, იდეოლოგიურ დათმობებს სთხოვდა?
როცა თურქეთთან ვმუშაობთ, ვმუშაობთ ჩვენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოკავშირესთან და ნატოს ერთ-ერთ ყველაზე ქმედუნარიან ძალასთან. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ცივი ომის დროს თურქეთი, ფაქტობრივად, ალიანსის თავდაცვის ფრონტის ხაზი იყო და ალიანსის ოპერაციებში დიდ როლს თამაშობს. ცხადია, ეს არ არის სრულყოფილი ქვეყანა, მაგრამ არცერთი ქვეყანა სრულყოფილი არაა.
რა სურდათ თურქებს? ვფიქრობ, მათ უნდოდათ დასავლეთის მიერ ტერორიზმთან დაკავშირებული მათი შეშფოთების დადასტურება. მე არ ვეთანხმები ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ ქურთულ ორგანიზაციებზე, მაგრამ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან დაკავშირებით მათი პოზიცია გამართლებულია. ცხადია, ახალი წევრების მიღების დროს მათ ინტერესებში შედის იმის უზრუნველყოფა, რომ ახალი წევრები მტკიცედ დგანან ტერორიზმის წინააღმდეგ. მეორე, შვედეთის მხრიდან იარაღის ემბარგო იყო. რთული არ არის არგუმენტის დაცვა, რომ ნათელი მოკავშირეები ერთმანეთს იარაღს არ უნდა უბლოკავდნენ. ვფიქრობ, ეს ლეგიტიმური მოთხოვნა იყო.
რაც შეეხება ბაიდენთან შეხვედრას, ეს მნიშვნელოვანი იყო პირადად ერდოღანისთვის, რადგან მას აქამდე არ ჰქონია ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან, რაც მას გარკვეულ ლეგიტიმაციას ანიჭებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
ასევე ნახეთ: თურქეთი რუსული შეიარაღების შესყიდვას განაგრძობს
თქვენი აზრით, შეერთებული შტატები თურქეთს [რუსული სარაკეტო სისტემების] ეს-400-ის თემაზე ელაპარაკება?
ეს საკითხი ყოველთვის არის განხილვის თემა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თურქები ამ სისტემას ჩამოვაშოროთ. ეს რუსული სისტემა არის მომაკვდინებელი კიბო თურქეთის შეიარაღებულ ძალებში. მას თან ახლავს უამრავი რისკი და ყოველი დღე, როცა ეს-400 იქ არის და ყოველი დღე, როცა მასზე რუსი ჯარისკაცები მუშაობენ, რისკი არსებობს როგორც თურქეთისთვის, ასევე ალიანსისთვის. ეს საკითხი თურქებს ხელს უშლის იყიდონ ის, რაც მათ ძალიან უნდათ - მსოფლიოში საუკეთესო ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავი ეფ-35.
საექსპერტო წრეებში რამდენჯერმე გამოითქვა ერთგვარი რადიკალური იდეა, რომ თურქეთმა ეს-400 უკრაინას უნდა მისცეს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
იცით, მე ამას არ შევეწინააღმდეგებოდი. უკრაინელებს სჭირდებათ ყველაფერი, რის მიღებაც შეუძლიათ ცის დაცავადა და რუსული თვითმფრინავების ჩამოსაგდებად. ეს თურქების მხრიდან ძალიან თამამი, მაგრამ ასევე ძალიან ძვირი ნაბიჯი იქნება.
მოდით, ახლა რუსეთზე ვისაუბროთ. ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე რეალური მოლაპარაკებები 24 თებერვლის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. იდეა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ის მხოლოდ იდეა იყო. დღეს პრეზიდენტი პუტინი უცნაურ სიტუაციაშია. ის ამბობდა, რომ ნატო რუსეთს საფრთხეს უქმნის და რომ უკრაინას თავს ამიტომ დაესხა. შედეგად კი მიიღო უფრო ძლიერი ნატო, უფრო დიდი ნატო და უფრო ახლოს მდებარე ნატო. როგორ ფიქრობთ, ამაზე მისი რეაგირება როგორი იქნება ?
Your browser doesn’t support HTML5
თქვენ იცით, პუტინმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება ფინეთსა და შვედეთისთვის. ამის გარდა, ის ფაქტობრივად სდუმს. მან იცის, რომ ეს საკითხი მის კონტროლს მიღმაა. პუტინი პრაგმატულია. მან იცის, რომ ამ მატარებელს ვერ გააჩერებს. ის არ აღმართავს წითელ დროშას, ის არ ხტუნავს მაღლა-დაბლა იმიტომ რომ, იცის, ეს მას სუსტად წარმოაჩენს.
თქვენ იცით, ბოლო დღეებში რუსეთის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის პუტინმაც, თქვეს, რომ თუ ნატოს დამატებითი ინფრასტრუქტურა განთავსდება რუსეთის დასავლეთით, რაშიც შვედეთსა და ფინეთს გულისხმობდნენ, ისინი იძულებული იქნებიან რეაგირება მოახდინონ. ეს შესაძლოა იმას გულისხმობს, რომ მათ საზღვრებთან რუსული კონტინგენტი გაზარდონ, მათ შორის, შესაძლოა ბირთვული იარაღიც განალაგონ. თუმცა, არ მგონია ამით სიტუაცია ასე შეიცვალოს. მნიშვნელობა არ აქვს ბირთვული იარაღი საზღვარზე იქნება თუ საზღვრიდან ასი კილომეტრის მოშორებით. ეს დიდი განსხვავება არ არის. შესაბამისად, ეს განცხადება უფრო მეტად იმაზე ორიენტირებული მუქარაა, რომ დასავლეთში განხეთქილება შექმნან.
დასავლეთი სერიოზულ რისკებზე მიდის უკრაინის მხარდასაჭერად, ამასთან, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს დასავლეთზეც აქვს ეკონომიკური გავლენა და ამ სამიტმა უკრაინას დახმარების პირობა მისცა იმ დრომდე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის იმედისმომცემი უნდა იყოს, ისევე როგორც ის იმედისმომცემია უკრაინისთვის.
შვედეთის და ფინეთის ნატოში ფორმალური გაწევრიანება თითქმის დასრულებული საქმეა. აქამდე ისინი ნატოს დე ფაქტო წევრები იყვნენ და ალიანსთან თითქმის სრულად ურთიერთთავსებადი არიან. ალიანსში მათი გაწევრიანება, ფაქტობრივად, ცვლის ნიშანს კარზე, რომ ეს ახლა ნატოა, და არა ურთიერთდამოკიდებულებას და ძალთა ბალანსს რეგიონში.
თქვენი აზრით, რას ნიშნავს შვედეთის და ფინეთის ნატოში ასეთი სწრაფი ტემპით გაერთიანება საქართველოსა და უკრაინისთვის? შეიცვალა თუ არა რაიმე ამ ორი ქვეყნისთვის?
ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს უარყოფითი სიგნალი იყო. საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ნატოს ოპერაციებში. ძალიან ნათლად მაქვს გონებაში შემონახული მოგონება, როცა ვუყურებდი ვიდეოს, რომელზეც მე ვნახე ქართველი ჯარისკაცების მიერ თალიბების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ქაბულში, როცა ისინი ამერიკის საელჩოს იცავდნენ. ეს ძალიან დრამატული იყო და კარგად აჩვენებდა სიმამაცეს, რომელიც ქართველებს ჰქონდათ დასავლეთთან ერთად ბრძოლაში. მე, ისევე როგორც თქვენ, იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები არიან. ეს ქვეყნები ამას იმსახურებენ. მათი წევრობა ალიანსს გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
როდესაც ეს ქვეყნები ხედავენ, რომ შვედეთი და ფინეთი მათთან შედარებით, ფაქტიურად, წამის მეასედში წევრიანდებიან ალიანსში, უკრაინისა და საქართველოსთვის ეს ალბათ იმედგაცრუებაა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს. შვედეთი და ფინეთი უფრო მეტად არიან ინტეგრირებული ვიდრე საქართველო და უკრაინა. მიუხედავად ამისა, ალიანსის მხრიდან არ უნდა იყოს არანაირი გაურკვევლობა საქართველოს და უკრაინის ტრანს-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
როდესაც ამ ქვეყნებს მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ და ამ რუხ ზონებში მათმა დატოვებამ რუსეთის მხრიდან სამი თავდასხმა გამოიწვია - 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ვფიქრობ, მათი წევრობის განაცხადზე მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებით - იქნება ეს მაპი, რომელიც ძალიან დაგვიანდა, თუ რაიმე სხვა, ჩვენი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად.
საქართველოში საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ძალისხმევის, შრომის და თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოსთვის წევრობის გამოკვეთილი გზის არ შეთავაზებით, ნატომ საქართველოს დაივიწყა. ამ სენტიმენტს რუსეთი, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლოდ იყენებს და საქართველოში ანტი-დასავლურ სენტიმენტებს აღვივებს. თქვენ როგორ უყურებთ ამას, როგორ ხსნით ამ გრძელ პაუზას?
ერთის მხრივ, ეს სენტიმენტი მესმის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის უსამართლოა და ასე ფიქრი, არასწორი დასკვნების გაკეთებაა. 2008 და 2014 წლებში საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე დასავლეთის პასუხი ზედაპირული სანქციების დაწესება და ნატოს აღმოსავლეთში მსუბუქი ძალების კონტიგენტის გაშვება იყო. ერთ წელში ეს ნაბიჯები არსებითად გაქრა, განსაკუთრებით, ეკონომიკურ ფრონტზე და დასავლეთსა და რუსეთს შორის ყველაფერი ნორმალურ ფარგლებს დაბრუნდა.
დღეს, სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულია. დღეს ვხედავ ბევრად უფრო მკაცრ და გრძელვადიან პასუხს. დასავლეთი სერიოზულ რისკებზე მიდის უკრაინის მხარდასაჭერად, ამასთან, რუსეთზე დაწესებულ სანქციებს დასავლეთზეც აქვს ეკონომიკური გავლენა და ამ სამიტმა უკრაინას დახმარების პირობა მისცა იმ დრომდე, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის იმედისმომცემი უნდა იყოს, ისევე როგორც ის იმედისმომცემია უკრაინისთვის.
ჩემი აზრით, დასავლეთი უფრო მეტს უნდა აკეთებდეს, მაგრამ წარსულთან შედარებით, ბევრი რამ კეთდება. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან გრძელვადიანი პრობლემა გვაქვს და რომ მასზე რეაგირებას ძლიერი სტრატეგია სჭირდება. ჩვენ ნელი ტემპით ვაძლიერებთ რეაგირებას - ეს არ არის საკმარისად სწრაფი ნაბიჯები, მაგრამ მე არ დავეთანხმები არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ. პირიქით!