აშშ-მ ევროკავშირს ტარიფი დროებით შეუჩერა

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა თვითმფრინავების სუბსიდირების საკითხზე ხანგრძლივი დავის შემდეგ, საზავო შეთანხმებას მიაღწიეს.

ვაშინგტონი პირობის დათქმით, ხუთი წლით შეაჩერებს ევროპისთვის დაწესებულ ტარიფებს, რომელიც „აერობუსის“ უსამართლო სუბსიდირების გამო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნებართვით იყო დაწესებული. „აერობუსი“ თვითმფრინავების უდიდესი მწარმოებელი და ამერიკული „ბოინგის“ მთავარი კონკურენტია.

ასევე ნახეთ: აშშ და ევროკავშირი დროებით სავაჭრო ზავზე შეთანხმდნენ

შეთანხმება, „ამერიკა-ევროპის ურთიერთობებში სავაჭრო გამაღიზიანებლის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ საკითხს წყვეტს“, უთხრა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელმა ქეთრინ თაიმ ჟურნალისტებს. „ჩვენს ერთ-ერთ უახლოეს მოკავშირესთან ჩხუბის ნაცვლად, ახლა საერთო საფრთხის წინააღმდეგ ვერთიანდებით. შევთანხმდით ერთად ვიმუშაოთ, რათა ამ სექტორში ჩინეთის არა-საბაზრო პრაქტიკას დავუპირისპირდეთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ კონკრეტული გზებით, რომელიც სამართლიანი კონკურენციის ჩვენს სტანდარტებს ასახავს“, თქვა ქეთრინ თაიმ.

ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ტრანსატლანტური დავა ფოლადზე და ალუმინზე ტარიფების შესახებ.

თეთრი სახლის თანახმად, ვაშინგტონი და ბრიუსელი „რუსეთის, კიბერ-საკითხების და მიგრაციის საკითხებზე“ დიალოგსაც იწყებენ.