ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ევროკავშირთან პროდუქტების ტარიფებს გადახედავს


ამერიკის შეერთებული შტატები აფასებს ტარიფებს ევროპულ პროდუქტებზე და განიხილავს მათზე ტარიფების შეცვლას. გადაწყვეტილება ვაშინგტონმა სავაჭრო პარტნიორებს შორის ავიაციის დარგში წარმოშობილი დავის შემდეგ მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, დავის საგანია ფრანგული კომპანია "აერობუსი", რომელიც ამერიკული "ბოინგის" კონკურენტად ითვლება.

აერობუსის თვითმფრინავი ტაილანდში
აერობუსის თვითმფრინავი ტაილანდში

"ამ თემასთან დაკავშირებით, ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელი განიხილავს პროდუქტების სიის მოდიფიკაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და მათ დამატებითი ტარიფები დაეკისრებათ", ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მსოფლიოს ორმა ყველაზე მსხვილმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანიამ მილიარდობით დოლარის სუბსიდია უსამართლოდ მიიღო. გასულ წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებს მისცა ნებართვა დაეწესებინა 7,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ტარიფები ევროპულ პროდუქციაზე, მათ შორის თვითმფრინავებზე, ღვინოსა და ყველზე.

ეს იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულ ავიაკომპანია "აერობუსს" არალეგალურად მიღებული სუბსიდიის საპასუხოდ დაუწესდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG