ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ზოგიერთ ამერიკულ პროდუქტზე ტარიფებს აუქმებს


ჩინეთის განცხადებით, ამერიკულ სოიოს პროდუქტებზე, ღორის ხორცსა და სხვა რამდენიმე სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე, ტარიფებს მოხსნის. ეს არის მორიგი გზავნილი იმისა, რომ ორი მხარე ცდილობს დაძაბულობა აღმოფხვრას ოქტომბერში დაგეგმილ სავაჭრო მოლაპარაკებამდე.

გუშინ, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო იტყობინებოდა იმასაც, რომ განიხილავდა ღორის ხორცისა და სოიოს საქონლის ყიდვას ამერიკული მხარისგან. ორი დღით ადრე კი პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ 250 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელზე 1 დან 15 ოქტომბრამდე პერიოდში ტარიფებს გააუქმებდა.

უფრო ადრე ჩინეთმა, პრეზიდენტ ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე გაზრდილი ტარიფების საპასუხოდ, თვითონაც გაზარდა ტარიფები ამერიკულ სასოფლო სამეურნეო საქონელზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG