ჯგუფმა „კალუშ ორკესტრმა“ ევროვიზიის თასი გაყიდა. ინფორმაცია ჯგუფის წევრებმა თავად გაავრცელეს და თქვეს, რომ მიღებული თანხით უკრაინის თავდაცვის ძალებს დაეხმარნენ.
ევროვიზიის თაზი „ვაითჰაბიტმა“ 900 000 ამერიკულ დოლარად აუქციონის გზით შეიძინა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ თანხით უკრაინა სამხედრო დრონებს შეიძენს, რომელიც უკრაინულ ჯარს ახლა სჭირდება.
უკრაინული ჯგუფის „კალუშ ორკესტრის“ წევრებმა თასის გაყიდვის შესახებ 29 მაისს ბერლინში საქველმოქმედო კონცეტრზე ისაუბრეს და დაანონსეს, რომ ახალ აუქციონს იწყებენ. ამჯერად აუქციონზე გამოვა ოლე პსიუკის ხელმოწერით პანამური, ვარდისფერი ქუდი და მიღებული თანხა უკრაინის საჭიროებებს მოხმარდება.
ასევე ნახეთ: უკრაინამ ორ რუს სამხედროს პატიმრობა მიუსაჯათავად ბერლინში გამართული კონცერტიდან შესული თანხით კი ჯგუფი უკრაინის ჯარისთვის, სამხედრო თვითმფრინავების შეძენას გეგმავს.
ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსში წელს უკრაინამ გაიმარჯვა. მუსიკალური კონკურსი ყოველწლიურად იმართება.
როგორც წესი მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას ღებულობს რუსეთიც, თუმცა წელს ორგანიზატორების გადაწყვეტილებით რუსეთი კონკურსს მიღმა დარჩა. ორგანიზატორებმა თქვეს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი გახდა.