გაერო უკრაინაში რუსეთის მიერ შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებას განიხილავს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დღეს გადაწყვეტს, დაიწყოს, თუ არა გამოძიება კიევის რაიონში რუსული ჯარების სავარაუდო ძალადობის შესახებ, რომელებიც ოფიციალური კიევის თქმით, ომის დანაშაულებია.

უკრაინის მიერ წარმოდგენილი და 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია დაავალდებულებს ახლად შექმნილ საგამოძიებო კომისიას, გამოიძიოს მოვლენები კიევის მიმდებარე რეგიონებში, რომლებიც დროებით რუსეთის ჯარებს ეკავათ. კომისიამ, ანგარიში, სავარაუდოდ, მომდევნო წლის დასაწყისში უნდა წარადგინოს.

ასევე ნახეთ: კრემლი: ფინეთის ნატოში გაწევრიანება საფრთხეს გვიქმნის, რასაც რეაგირება მოჰყვება

“ტერიტორიებზე, რომლებიც თებერვლის ბოლოსა და მარტში რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო, ევროპის კონტინენტზე ათწლეულების განმავლობაში, ადამინის უფლებების ყველაზე შემზარავ დარღვევას განიცდიდნენ” - განუცხადა საბჭოს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდაგილემ, ემინე ჯაპაროვამ.

გაეროში რუსეთის წარმომადგენლობის სპიკერს, შესაძლო ომის დანაშაულების მოსალოდნელი გამოძიებას შესახებ, კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

რუსეთი უარყოფს, რომ მისი ძალების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეებია. ამასთან, უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომს, ამ დრომდე “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს. უკრაინა და დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა არაპროვოცირებული ომი წამოიწყო.

ასევე ნახეთ: ლავროვი ამბობს, რომ რუსეთს ევროპაში ომი არ სურს

რუსეთს, უკრაინაში დარღვევების გამო, 46 წევრიანი საბჭოს წევრის სტატუსი გასულ თვეში შეუჩერდა. თუმცა, მოსკოვი აცხადებს, რომ იგი თავად დატოვა. გაეროს წესდების მიხედვით, მის წარმომადგენელს კვლავ ჰქონდა უფლება დღევანდელ სხდომას დასწრებოდა, თუმცა მისი სავარძელი ცარიელი იყო.

“უკანონო მკვლელობების მასშტაბები, მათ შორის, კიევის ჩრდილოეთით მდებარე რაიონებში ჯგუფური სიკვდილით დასჯა, შოკისმომგვრელია” - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

ასევე ნახეთ: ადამიანის უფლებების საბჭოში რუსეთს ჩეხეთი ჩაანაცვლებს