ფილიპინების, აწ გარდაცვლილი დიქტატორის, ფერდინანდ მარკოსის ვაჟმა, სამშაბათს, არჩევნებში გასაოცარი გამარჯვების შემდეგ, პირობა დადო, რომ ყველა ადამიანისთვის იმუშავებს და მსოფლიოს მიმართა, ის არა მისი ოჯახის წარსულით, არამედ მისი პრეზიდენტობით განსაჯონ.
ფერდინანდ მარკოსი უმცროსი, რომელიც უფრო მეტსახელ „ბონგბონგით“ არის ცნობილი, უახლეს ისტორიაში პირველი კანდიდატი გახდა, რომელმაც ფილიპინების საპრეზიდენტო არჩევნებში მყარი უმრავლესობით გაიმარჯვა და ყოფილი დიქტატორის პოლიტიკურ დინასტიას, ხელისუფლებაში დაბრუნების ერთ დროს წარმოუდგენელი გზა გაუკაფა.
ასევე ნახეთ: მანილაში კონტრაქციები გაიმართა1986 წელს, ფილიპინებში „ხალხის ძალის“ აჯანყების შემდეგ, რომელმაც მისი მამის 20 წლიანი ავტოკრატიული მმართველობა დაასრულა, მარკოსი ოჯახთან ერთად ჰავაიზე გაიქცა. 1991 წელს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ, ის კონგრესში და სენატში მსახურობდა.
ორშაბათს გამართულ არჩევნებში მარკოსის გამარჯვება ახლა უდავო ჩანს. ბიულეტენების 98 პროცენტის არაოფიციალური დათვლის შედეგები აჩვენებს, რომ მან 31 მილიონი ხმა მიიღო, მის უახლოეს მეტოქე ვიცე-პრეზიდენტ რობრედოზე ორჯერ მეტი. ოფიციალური შედეგები სავარაუდოდ თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
უფროსი მარკოსის ათასობით მოწინააღმდეგეებს 1972-1981 წლების სასტიკი სამხედრო დიქტატურის ეპოქაში, დევნიდნენ და გვარი ძარცვის, თანამდებობებზე ახლობლების დანიშვნის და ცხოვრების ექსტრავაგანტური სტილის სინონიმად ექცა, რომლის პირობებშიც მილიარდობით დოლარის სახელმწიფო ქონება გაქრა.
მარკოსის ოჯახმა დანაშაულები უარყო და ბევრი მისი მხარდამჭერი, ბლოგერი და გავლენიანი მედია სახე ამბობს, რომ ისტორიული ფაქტები დამახინჯებულია.
დაახლოებით 400-მა ადამიანმა, მეტწილად სტუდენტებმა, საარჩევნო კომისიის წინ მარკოსის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო. ისინი აცხადებენ, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა.