ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ფილიპინებში ვიზიტს აგრძელებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფილიპინებით აზიურ ტურნეს ასრულებს, რომელიც 4 ქვეყანას მოიცავდა

პრეზიდენტ ობამას აზიური ტურნეს ბოლო აკორდი ფილიპინებია, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს ჩავიდა. მის ჩაფრენამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ამერიკის ელჩმა ფილიპინებზე -ფილიპ გოლდბერგმა- და ქვეყნის თავდაცვის მდივანმა, ვოლტერ გაზმანმა, ხელი 10-წლიან უსაფრთხოების პაქტს მოაწერეს. შეთანხმება კუნძულებზე ამერიკის უსაფრთხოების ძალების მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს და ჯარების და საჭირო მოწყობილობათა როტაციისთვის სამუშაო ჩარჩოებს აწესებს.

პრეზიდენტ ბენინო აგუინოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკას ფილიპინებზე არც ძველი ბაზების დასაკუთრება და არც ახლის გახსნა არ სურს. შეთანხმების მიზანია თრეინინგებში ხელშეწყობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება არამარტო უსაფრთხოების მოსაზრებით, არამედ იმისთვისაც, რომ ფილიპინები ბუნებრივ კატაკლიზმებთან გასამკლავებლად უკეთ მოემზადოს.
XS
SM
MD
LG