არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ახალგაროში დააკავეს, შემდეგ კი წამების მოკლეს, დღეს 39 წლის გახდებოდა.
მის ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ზვიადაძემ და ახალგორის რაიონის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა.
Your browser doesn’t support HTML5
არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში დააკავეს. 23 თებერვალს ცხინვალში იგი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. საქართველოს პროკურატურის თანახმად, იგი აწამეს 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო. არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება ოკუპირებული ცხინვალიდან მხოლოდ 20 მარტს მოხერხდა.