ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„წითელი ჯვარი“ კვლავ ცდილობს მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციას


„წითელი ჯვრის“ კოლონა კვლავ გაემართა უკრაინის სამხრეთის ქალაქ მარიუპოლისკენ, რათა კიდევ ერთხელ შეეცადოს ალყაშემორტყმული ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთიდან მძაფრ იერიშს ელოდება. ზელენსკი ასევე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის ჯარი დედაქალაქის გარშემო ამზადებს სრულ „კატასტროფას“ მთელ ტერიტორიაზე ნაღმების განთავსებით.

აზოვისზღვისპირა სანავსადგურო ქალაქი მარიუპოლი, განადგურებულია. ომის განმავლობაში ყველაზე მძიმე ბრძოლები სწორედ აქ მიმდინარეობდა. ათასობით ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა, რამდენიმე ათასმა მოახერხა ქალაქის დატოვება, თუმცა ათეულათასობით კვლავ რჩება და ვერ გადის იქიდან. ქალაქში თითქმის აღარაა სურსათისა და წყლის მარაგი.

წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციამ 1 აპრილს თავისი ჯგუფი გააგზავნა, რათა 54 ავტობუსის და კერძო ავტომანქანების საშუალებით ხალხი გამოეყვანათ, მაგრამ იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. მათი განცხადებით, არსებულ პირობებში გადაადგილება შეუძლებელი იყო.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დღესაც ცდილობენ ხელი შეუწყონ მოსახლეობის მშვიდობიან გაყვანას ქალაქიდან.

XS
SM
MD
LG