უკრაინა და საქართველო ნატოს მინისტერიალზე მიწვეული არიან

ნატოს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, უკრაინასთან ერთად საქართველოც დაესწრება.

ასევე ნახეთ: „ნუ გეშინიათ“ - ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა

მინისტერიალი ბრიუსელში 6-7 აპრილს არის დაგეგმილი. მას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.

მინისტერიალს შეხვედრაზე 7 აპრილს, უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად, ნატოს არაწევრი სხვა პარტნიორი ქვეყნებიც არიან მიწვეული. ესენია ავსტრალია, ფინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია და შვედეთი.

ნატო აცხადებს, რომ ზოგიერთი მონაწილე შეხვედრას შესაძლოა დისტანციურად დაესწროს.