თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის პრესსპიკერი აცხადებს, რომ თავის დასაცავად კიევს მეტი მხარდაჭერა სჭირდება. მისივე თქმით, უკრაინაში ომის დასრულების ხელშესაწყობად, თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, რუსეთთან საუბარი უნდა გააგრძელოს.
ნატოს წევრ თურქეთს, როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან, კარგი ურთიერთობა აქვს და მიმდინარე ომში, შუამავლის როლის შესრულებას ცდილობს.
ასევე ნახეთ: ზელენსკი - „უკრაინის დახმარებაში დასავლეთს მეტი გამბედაობა სჭირდება“„თუ რუსეთთან ხიდებს ყველა დაწვავს, მაშინ ვინ დაელაპარაკება მათ დღის ბოლოს“ - განაცხადა იბრაჰიმ კალინმა დოჰაში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე.
„უკრაინელებს ყველა შესაძლო საშუალებით სჭირდებათ მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავის დაცვა... მაგრამ რუსეთის საქმე ასე თუ ისე უნდა განიხილებოდეს“, რათა მისი საჩივრები გასაგები იყოს, თუ არა გამართლებული, დასძინა კალინმა.
ანკარა აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მიუღებელია, მაგრამ თურქეთი პრინციპულად ეწინააღმდეგება დასავლეთის სანქციებს და არ შეუერთდა მათ.
თურქეთის ეკონომიკა, რომელიც უკვე დაზარალდა დეკემბრის სავალუტო კრიზისით, დიდწილად ეყრდნობა რუსულ ენერგეტიკას, ვაჭრობასა და ტურიზმს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში 24 თებერვალს ომი დაიწყო, ათასობით რუსი ჩავიდა თურქეთში, რომელსაც რუსები სანქციებისგან უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნევენ.
თურქეთის საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელმა აჰმედ ბურაქ დაგლიოღლუმ, ფორუმზე განაცხადა, რომ ზოგიერთი რუსული კომპანია საქმიანობის თურქეთში გადატანის ოპერაციებს მიმართავს.
ასევე ნახეთ: ამერიკა უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევსრუს მილიარდერ რომან აბრამოვიჩთან ასოცირებული ორი სუპერიახტა ახლა თურქულ კურორტებზეა გაჩერებული.
აბრამოვიჩი პუტინის იმ ახლო გარემოცვის წარმომადგენელია, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა.