ბაიდენი ფიქრობს, რომ რუსეთი დიდი ოცეულის ბლოკიდან უნდა გარიცხონ

როდესაც ბრიუსელში აშშ-ის პრეზიდენტს კითხეს იმასთან დაკავშირებით, უნდა გაირიცხოს თუ არა რუსეთი დიდი ოცეულის გაერთიანებიდან, მან თქვა, რომ დიახ, ეს უნდა მოხდეს, თუმცა გადაწყვეტილება თავად დიდმა ოცეულმა უნდა მიიღოს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ თუკი რომელიმე ქვეყანას, მაგალითად ინდონეზიას ეს არ სურს, მაშინ ის ემხრობა იმას, რომ აღნიშნულ შეხვედრებს უკრაინაც დაესწროს ხოლმე.

ასევე ნახეთ: თეთრი სახლი: ამერიკა 100,000 უკრაინელ ლტოლვილს მიიღებს

დიდი ოცეული არის მსოფლიოს უმძლავრესი 20 ეკონომიკის ქვეყნის გაერთიანება. აღნიშნული განცხადება, პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრიუსელში ნატოს საგანგებო სამიტზე დასწრების შემდეგ გააკეთა.

დღეს ამერიკის პრეზიდენტი, პოლონეთს სტუმრობს და პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე ჩავა, პოლონელ კოლეგასთან ერთად.