საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი, რუსეთის საგადახადო სისტემა "Мир" - ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.
"კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა "MIR"-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა", - წერია განცხადებაში
ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას ბანკი დაუყოვნებლივ ატყობინებს ინფორმაციას შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს.
ასევე ნახეთ: ევროკავშირმა კიევს, შესაძლოა, სანქცირებული რუსი ოლიგარქების გაყინული თანხები გაუგზავნოს"Мир"-ზე მუშაობა რუსეთმა 2014 წელს მას მერე დაიწყო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვისთვის ფინანსური სანქციების დაწესების პერსპექტივებზე დაიწყო მსჯელობა.
დღეს, როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო VISA-მ და Mastercard-მა რუსეთი დატოვეს, Мир-ს უკვე გაცემული აქვს 100 მილიონი ბარათი და ფარავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს. Мир-ი არ მუშაობს ოკუპირებულ ყირიმში.
Мир-ის გადახდის სისტემა 7 მარტს გამოჩნდა ქართული კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ვებსაიტზე, VISA და Mastercard-ის გვერდით. კომპანიის ხელმძღვანელმა "რადიო თავისუფლებასთან" თქვა, რომ მისთვის ესაა საშუალება, გაყიდოს რაც შეიძლება მეტი ბილეთი. მოგვიანებით კი "ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებიდან რუსული Мир-ი ამოიღო.