"მოლაპარაკებებში ტექნიკური პაუზა იქნა აღებული", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. ის უკრაინის მხარის წარმომადგენელია მოსკოვთან მოლაპარაკებებში. დღეს ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების მე-4-ე რაუნდი გაიმართა. მისი თქმით პაუზის მიზანი "ქვე-ჯგუფებთან დამატებითი მუშაობაა".
უკრაინული მხარის თქმით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აანალიზებს მისი აგრესიული ქმედებების უაზრობას, მას, ძალადობის მე19 დღეს მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, კვლავ აქვს ილუზია, რომ სწორი სტრატეგიით მიდის წინ“, - ამბობს პოდოლიაკი.
ასევე ნახეთ: მარიუპოლში წყლისა და საკვების ბოლო მარაგი იწურებადისკუსია ონლაინ გაიმართაა მას შემდეგ, რაც წინა სამი შეხვედრა პირისპირ ჩატარდაა. მოლაპარაკებები აქამდე შეეხებოდა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას და მოსახლეობის ევაკუაციას იმ ფონზე, როცა მოსკოვი უკრაინის დედაქალაქს ემუქრება.
წინა მოლაპარაკებებს ორ ქვეყანას შორის შედეგი არ გამოუღია, იქნებოდა ეს ალყაში მყოფ მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების შეტანის, თუ სხვა საკითხების კუთხით. მარიუპოლში ადგილზე დარჩენილ მოსახლეობას არ აქვს საკვები, წყალი თუ ელექტროენერგია.
რუსეთის დელეგატმა მოლაპარაკებებში, ლეონიდ სლუცკიმ „რია ნოვოსტის“ უთხრა, რომ დისკუსიები წინ მიდის და რომ შესაძლოა დელეგაციებმა შეთანხმების პირველადი ვარიანტი შეიმუშაონ.
უკრაინა და დასავლეთი, უკრაინაში რუსეთის ომის 19-ე დღეს, რუსეთს მოუწოდებენ მშვიდობიან მოქალაქეებს ევაკუაციის საშუალება მისცეს.