ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლში წყლისა და საკვების ბოლო მარაგი იწურება


რუსეთის მიერ ალყაში მოქცეულ და დაბომბილ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში, წყლისა და საკვების მარაგი იწურება. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის საბჭო ავრცელებს.

აზოვის ზღვის პირას მდებარე საპორტო ქალაქი ბოლო დღეების განმავლობაში რუსული ჯარის მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღით იბომბება. დაბომბილია საავადმყოფოები და საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქის საბჭო აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 2 000-ს აღემატება.

„ხალხი 12-ე დღეა მძიმე მდგომარეობაშია. ქალაქში არ არის დენი, წყალი და გათბობა. თითქმის არ არის მობილური კავშირი. საკვებისა და წყლის ბოლო მარაგიც იწურება,“- წერია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა.

მარიუპოლის მოსახლეობა მარტის დასაწყისიდან იზოლირებულია და გარე სამყაროს მოწყვეტილია. მშვიდობიან მოსახლეობას თითქმის ორი კვირაა აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, გათბობა, წყალი. მათ არ აქვთ საკმარისი საკვები და სამედიცინო პროდუქტები. ქალაქში აღარ არის ინტერნეტი და მოქალაქეებთან დაკავშირება მობილური კავშირგაბმულობითაც თითქმის შეუძლებელია. სამედიცინო პერსონალი მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებაზე და ვერც დაჭრილების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG