უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი განუხრელად იზრდება. ოფიციალური ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან, საქართველოში, 20 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და მოსალოდნელია, რომ ეს ნაკადი კიდევ გაიზარდოს. არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში დამკვიდრების მსურველი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი გაცილებით მეტია.
რუსეთიდან მოქალაქეების დიდი ნაკადი საფრთხის შემცველია, რადგან ამას ყოველთვის იყენებს უცხო ქვეყნის დაზვერვა, რომ შემოაპაროს დივერსიული ჯგუფები, დაზვერვის ოფიცრები, როგორც სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ისე შესაძლო საომარ ვითარებაში, ქალაქების ან გარკვეული დასახლებული პუნქტების ან გზების დასაკავებლადანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი
„რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადი საქართველოსთვის ბევრი მიმართულებით საფრთხის შემცველია“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ უსაფრთხოების სპეციალისტმა ანდრო გოცირიძემ, რომელიც წარსულში, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დაზვერვის სამსახურში მუშაობდა.
მისი თქმით, „რუსეთი საქართველოს მიმართ მტრულად არის განწყობილი. უფრო მეტიც, მისი უმაღლესი ხელისუფლების პირით გაჟღერდა, რომ შემდგომი სამიზნე სწორედ საქართველოა. ამ ფონზე, რუსეთიდან მოქალაქეების დიდი ნაკადი საფთხის შემცველია.
ასეთ ნაკადს ყოველთვის იყენებს უცხო ქვეყნის დაზვერვა, რომ შემოაპაროს დივერსიული ჯგუფები, დაზვერვის ოფიცრები, როგორც მწვავე, აქტიური ღონისძიებების გასატარებლად და სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად.
ისე, შესაძლო, საომარ ვითარებაში, ქალაქების ან გარკვეული დასახლებული პუნქტების ან გზების დასაკავებლად. სხვადასხვა სადაზვერვო საქმიანობისთვის, რომელიც მხოლოდ ინფორმაციის მოპოვებით არ შემოიფარგლება“ - მიაჩნია ანდრო გოცირიძეს.
Your browser doesn’t support HTML5
რუსეთიდან მიგრანტთა მოზღვავება ქვეყნის ფინანსურ სტაბულურობასაც ემუქრება. ბოლო ერთი თვის მანძილზე, ელვისებურად ვარდება ქართული ლარი, რომელიც აშშ დოლართან მიმართებით, მთელი 18%-ით გაუფასურდა.
ექსპერტები ქართული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ რუსეთის მოქალაქეებს ასახელებენ, რომლებიც დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში, საქართველოს ბანკებს მოაწყდნენ და გაუფასურებულ რუსულ რუბლს, ევროსა და დოლარში ახურდავებენ.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, პროფესორ ლადო პაპავას აზრით, ლარი გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი "არაპროგნოზირებადი გაზრდილი მოთხოვნაა, რომელიც საქართველოში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ხდება". ეროვნულმა ბანკმა დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რათა შეიზღუდოს ასეთი სავალუტო ოპერაციები. ეს აუცილებელია" - ამბობს პაპავა.
„ბუნებრივია ამდენი ადამიანის უცებ შემოსვლა და დოლარისა და ევროს გატანა ბანკომატებიდან, ქართული ვალუტისა და ეკონომიკისთვისაც ძალიან სერიოზული გამოწვევაა, სერიოზული რისკების შემცველია, ასევე რუსეთის ბაზარზე ჩამოკიდება, ქართული მეღვინეობა იქნება ეს თუ ქვეყნის ტურისტული სექტორი" - ამბობს ანდრო გოცირიძე.
Your browser doesn’t support HTML5
როდესაც ჩვენ მეზობელ ორ გიგანტურ სახელმწიფოს, რუსეთსა და უკრაინას შორის, ომი მიმდინარეობს და საქართველო ორგანულად, ნათელ მხარეს, უკრაინის მხარეს უნდა იდგეს ცხადია, რომ სახელმწიფო საზღვარზე რაღაცა უნდა შეიცვალოს და ჩვენმა სამსახურებმა ამას შესაბამისი რეჟიმით უნდა უპასუხონ
უსაფრთხოების სპეციალისტის აზრით, "როდესაც ჩვენ მეზობელ ორ გიგანტურ სახელმწიფოს, რუსეთსა და უკრაინას შორის, ომი მიმდინარეობს და საქართველო ორგანულად, ნათელ მხარეს, უკრაინის მხარეს უნდა იდგეს, ცხადია, რომ სახელმწიფო საზღვარზე რაღაცა უნდა შეიცვალოს და ჩვენმა სამსახურებმა ამას შესაბამისი რეჟიმით უნდა უპასუხონ, არავითარი რუსოფობიური ამ ნაბიჯში არ არის“.
„ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავ სანქციებს არ შეუერთდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის არც სავიზო რეჟიმის დაწესებაზე ფიქრობს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც დღეს პარლამენტში, "ნდობის ჯგუფის" წევრებს შეხვდა, ირწმუნება, რომ წინა წლებთან შედარებით, საქართველოში, 2022 წელს, შემოსული რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, ბევრად ნაკლებია.
„არ არის მართალი, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ, რეალურად ბევრად ნაკლებია. ჩვენ კონტროლი უფრო გამკაცრებული გვაქვს. სავიზო რეჟიმის დაწესებაზა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდება“ - აღნიშნა გომელაურმა.
ამასთან, მინისტრმა ვერ გასცა მკაფიო პასუხი, თუ რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში, რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხაილ ფიშმანი, რომელიც თბილისის აეროპორტში, ბაქოდან ორ ქალიშვილთან ერთად ჩამოფრინდა.
რუსეთის ხელისუფლებამ ოპოზიციური ტელე და რადიო კომპანიები „დოჟდი“ და „ეხო მოსკვი“ 6 მარტს დახურა და რუსეთიდან ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნებში ეძებენ თავშესაფარს.
„100-ზე მეტი ადამიანი არ შემოვუშვით, ერთ-ერთი, ალბათ, ეგეც მოჰყვა, ეს არის ჩვეულებრივი გაწერილი წესი, პროცედურა, რომელსაც მესაზღვრე ადგილზე წყვეტს, ამაში მინისტრი ან მოადგილე არ ერევა“ - ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტ ფიშმანის აეროპორტიდან დეპორტაციაზე შსს მინისტრმა გომელაურმა.
შსს მინისტრის ვერსიას არ იზიარებ „ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ასეთ საკითხებზე, რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურებს შორის, დიდი ალბათობით, გარკვეული შეთანხმება მოქმედებს.
Your browser doesn’t support HTML5
რაღაცაშია საქმე. პოზნერის შემოშვება შეიძლება და გუდკოვის ან ფიშმანის - არა. სადღაც წერია ეს, ეს ქართველის თავში ვერ მოიხარშება. საიდანღაც მოდის ეს ინსტრუქციები, ეს რა თქმა უნდა მოდის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებიდან, მე მგონი ამ დონეზე ხდება რაღაც ფაილების გაცვლაპაატა ზაქარეიშვილი, "ოცნების" მთავრობის უპორტფელო მინისტრი 2012-16 წლებში
„დარწმუნებული ვარ, გუდკოვის, სობოლის ან სხვების არ შემოშვებაზე არ იყო აუცილებელი აქ პუტინს სიტყვაზე ივანიშვილისთვის დაერეკა“ - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, „სხვა მექანიზმებით ხდება ამ კატეგორიის ადამიანების არ შემოშვება. ამ ხალხს საქართველოს წინაშე არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. არსად არ უნდა ეწეროს მათი მიუღებლობა, ვიღაცამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ანუ რაღაცაშია საქმე. პოზნერის შემოშვება შეიძლება და გუდკოვის ან ფიშმანის - არა.
სადღაც წერია ეს, ეს ქართველის თავში ვერ მოიხარშება. საიდანღაც მოდის ეს ინსტრუქციები, ეს, რა თქმა უნდა, მოდის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებიდან, მე მგონი ამ დონეზე ხდება რაღაც ფაილების გაცვლა“ - მიაჩნია პაატა ზაქარეიშვილს, რომელიც 2012-16 წლებში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წევრი იყო.
საქართველოს 2008 წლის აგვისტოს რუსული აგრესიისა და ქართული ტერიტორიების მიტაცების შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან ოფიციალურად გაწყვეტილი აქვს.
ამასთან, რუსეთის მოქალაქეს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლის ვადით დარჩენა შეუძლია. ეს გადაწყვეტილება 2010 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიიღო და თავიდან ის მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს შეეხებოდა და 30 დღიან ვადას მოიცავდა. შემდგომში უვიზო რეჟიმი რუსეთის ყველა მოქალაქეზე გავრცელდა და ერთ წლამდე გახანგრძილვდა.