შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. პარასკევს გამართული შეხვედრის შემდეგ, ამერიკის პირველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთის რეაგირება იქნება „სწრაფი, ძლიერი და ერთიანი“.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი დათანხმდა იმას, რომ წერილობით კომენტარს გააკეთებს რუსეთის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნის დოკუმენტზე.
მან ლავროვთან შეხვედრა აღწერა, როგორც პირდაპირი და სასარგებლო. შეხვედრის მიზანი იმ დაძაბულობის შემცირება იყო, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზების შემდეგ გაღრმავდა.
Your browser doesn’t support HTML5
საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. ბლინკენის თქმით, შეხვედრა „კრიტიკულ მომენტში“ გაიმართა.
ლავროვმა შეხვედრის შედეგად განაცხადა, რომ ის გარდამავალი იყო და რომ ამერიკულმა მხარემ პირობა მისცა მომავალ კვირაში რუსეთის მოთხოვნაზე წერილობითი პასუხის მიცემის შესახებ.
რუსეთის ოფიციალური პირები აშშ-სგან მოითხოვდნენ, რომ სურდათ ოფიციალური, წერილობივი პასუხი მათ პრეტენზიებზე, მაგრამ ბლინკენმა თქვა, რომ ასეთი პასუხი არ გაიგზავნებოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მათ უკრაინის საკითხები განიხილეს, მათ შორის, შეერთებული შტატების შეშფოთებაც, რომ რუსეთი შეიძლება მეზობელ ქვეყანაში შეიჭრას.
ლავრომა თქვა, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები არასოდეს დამუქრებიან „უკრაინელ ხალხს“. შეხვედრამდე რუსეთის პირველმა დიპლომატმა თქვა, რომ შეხვედრისგან „გარღვევას“ არ მოელოდა.
ასევე ნახეთ: „ნატოს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერდეს, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება“ - ბლინკენისახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, რომ შეხვედრა იმ ძალისხმევის ნაწილია, რომლითაც მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ რუსეთის ახალი სამხედრო აგრესია უკრაინაში.
მან კვლავ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მოკავშირეთა მხრიდან იქნება ერთობლივი პასუხი. ბლინკენი თვლის, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების გზების ძიება უნდა გაგრძელდეს, თუმცა არ მოელოდა, რომ ერთ შეხვედრაზე ყველა უთანხმოება მოგვარდებოდა.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ბლიკენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს გაუზიარებს საკუთარ შეშფოთებას და იდეებს რუსეთის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებზე უფრო დეტალურად და წერილობით კომენტარებს მომავალ კვირას გაუგზავნის. მისივე თქმით, ის რუს კოლეგასთან შეთახმდა, რომ დიპლომატიური პროცესი გაგრძელდეს.
ბლიკენის თქმით, ლავროვმა გაიმეორა, რომ რუსეთი არ გეგმავს უკრაინაში შეჭრას, მაგრამ აღნიშნა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ამაში დარწმუნებული არ არიან. „ჩვენ იმას ვხედავთ, რასაც - ყველა, და სწორედ საქმე და ქმედება და არა სიტყვები ქმნის ამ განსხვავებას“, განაცხადა ბლიკენმა.
ლავროვმა შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკება შეაფასა, როგორც „კონსტრუქციული და სასარგებლო“ და უთხრა ჟურნალისტებს, რომ ახლა შეუძლებელია დასკვნა იმის შესახებ, სწორ გზას ვადგავართ თუ არა აშშ-თან მოლაპარაკების პროცესში: „არ შემიძლია იმის თქმა, სწორ გზას ვადგავართ, თუ არა. ამას მივხვდებით, როცა ამერიკელების პასუხს მივიღებთ ჩვენი წინადადების ყველა პუნქტზე“, განაცხადა ლავროვმა, მაგრამ არ დაუხასითებია ეს დაპირება. მოსკოვს სურს, რომ ნატომ უარი თქვას უკრაინის თავის რიგებში შეყვანაზე და ასევე მოითხოვს აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთი ქვეყნიდან ნატოს გარკვეული შეიარაღების გატანას.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა დასავლეთს დასრულდეს „ანტირუსული ისტერია“ უკრაინის კონფლიქტის სფეროში. რუსეთი არავის ემუქრება და არცერთ ქვეყანაში შეჭრას არ აპირებს, თქვა მან ჟენევაში.
ლავრომა თქვა, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები არასოდეს დამუქრებიან „უკრაინელ ხალხს“. ლავროვმა შეხვედრის წინ თქვა, რომ სახელმწიფო მდივანთან სურთ განიხილოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. მან თქვა, რომ შეხვედრისგან „გარღვევას“ არ მოელის, მაგრამ შესაძლებელია მასზე აშშ-ის პოზიცია გაირკვესო.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში თავი მოუყარა ათობით ათას ჯარისკაცს და მძიმე სამხედრო შეიარაღებას. ამ ნაბიჯმა უკრაინაში და დასავლეთის ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია და გააჩინა შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას ხელახლა აპირებს.