ინდოეთის დედაქალაქ დელისა და ქვეყნის ფინანსურ ჰაბ მუმბაიში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ვარდნა მოხდა. მონაცემები ბოლო ორი დღისაა და ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინფიცირებულთა უმრავლესობა ვირუსისგან სახლში გამოჯანმრთელდა.
მუმბაიში, კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 10,000-ს ქვევითაა. ასეთი დაბალი მონაცემები იანვარში პირველად დაფიქსირდა. კოვიდის შემთხვევების კლება განსაკუთრებით ახარებთ მუმბაიში, ვინაიდან იანვარში იქამდე შედარებით კლების შემდეგ, ბოლო 2 წელიწადში არსებული ანტირეკორდი, დღიური 20,971 შემთხვევა დაფიქსრიდა.
რაც შეეხება დელის, ქვეყნის დედაქალაქში პიკი 13 იანვარს დადგა და კოვიდის დადასტურებული 28,867 შემთხვევა დაფიქსრიდა. ორშაბათს კი ამ მაჩვენებელმა მკვეთრად დაიწია და ის 15,000-მდე ჩამოვიდა. ინფორმაციას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ასევე ნახეთ: კოვიდის შემდეგ ბავშვებში და მოზარდებში დიაბეტის შემთხვევები გაიზარდა - ახალი კვლევაინდოეთში ამბობენ, რომ ორივე ქალაქის საავადმყოფოებში საწოლების 80% თავისუფალია. ომიკრონის გავრცელებასთან ერთად, მოიმატა ინფიცირებამ, თუმცა არ გაზრდილა ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა.
ეპიდემიოლოგებს, მთავრობისგან განსხვავებით, უფრო პესიმისტური პროგონოზები აქვთ და ამბობენ, რომ ქვეყანაში კოვიდ პანდემიის პიკი თებერვალში დადგება.