მიტ რომნი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ

2012 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტი მიტ რომნი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ, თანდათან მზარდ ბრძოლაში ჩაერთო. რესპუბლიკური პარტიის ერთი ნაწილის მიზანია მილიარდერი საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ პარტიის ნომინაციის მოპოვების პროცესი შეაჩეროს.

მიტ რომნიმ ბიზნესმენ ტრამპს “თაღლითი და ყალბი” უწოდა, “მისი დაპირებები ისეთივე უფასურია, როგორც ტრამპის უნივერსიტეტის მიერ გაცემული დიპლომი” - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ყოფილი რჩეული მედიისთვის გამოქვეყნებულ პრესრელიზში. დონალდ ტრამპი გავრცელებულ ინფორმაციას სასწრაფოდ გამოეხმაურა და სოციალურ მედიაში მიტ რომნის “დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატი” უწოდა.