ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კანდიდატები სუპერ-სამშაბათისთვის ემზადებიან


შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატების კამპანია დღეს მაქსიმალურად გააქტიურდა. ნომინაციისთვის მებრძოლი დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატები ხვალინდელი პრაიმერებისთვის ემზადებიან, რომელიც სუპერ-სამშაბათის სახელით არის ცნობილი.

ხვალინდელ პრაიმერებში სულ ცოტა 12 შტატის ამომრჩევლები მონაწილეობენ. ანალიტიკოსების აზრით, სუპერ-სამშაბათის შედეგებს პარტიის საბოლოო ნომინაციის მოპოვებაზე დიდი გავლენა ექნება.

რესპუბლიკელები კამპანიას დღეს ძირითადად სამხრეთ შტატებში მართავენ. ბიზნესმენი დონალდ ტრამპი ვირჯინიაში და ჯორჯიაში მოგზაურობს, სენატორი მარკო რუბიო არკანზასის შტატში იმყოფება, სენატორი ტედ კრუზი კი ტეხასში.

XS
SM
MD
LG