ფედერალურმა მოსამართლემ სამშაბთს გადაწყვეტილება მიიღო, რომ კერძო სერვერის გამოყენებასთან დაკავშირებით, ფიცის ქვეშ დაიკითხებიან ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ასისტენტები.
კონსერვატიულმა ჯგუფმა “ჯუდიშალ უოჩმა,” რომელიც სასამართლო პროცესის მონაწილეა, კლინტონის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მრჩეველის უმა აბედინის დაკითხვა მოითხოვა. მოსამართლემ მხარეებს 12 აპრილამდე მისცა ვადა იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ გააგრძელონ ჩვენებების მიცემის პროცესი.
ჰილარი კლინტონი, რომელიც ამჟამად საპრეზიდენტო კანდიდატია, სახელმწიფო მდივნის პოსტზე მსახურობის დროს, სახელმწიფო სერვერის ნაცვლად ოფიციალური ელექტრონული კომუნიკაციისთვის საკუთარ სახშლი მდებარე კერძო სერვერით სარგებლობდა.
პოპულარული
1