ოჰაიოს შტატის „სტარკის ოლქი“-ში ბოლო 50 წელია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ბედი წყდება
ოჰაიოს შტატში, მაცხოვრებელთა ეზოებში „ჰალოუინის“ დეკორაციები საარჩევნო სლოგანებთან ერთად გამოიფინა. ამ შტატში პრეზიდენტობისთვის ყველაზე მძაფრი საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. ეს ბრძოლა ამერიკის პირველი პირის არჩევას განაპირობებს.
ბარაკ ობამა: ოჰაიოში ჩამოვედი და გთხოვთ, რომ ხმა მომცეთ.
მიტ რომნი: გმადლობთ ოჰაიო, თქვენ შეძლებთ ამ ცვლილების მიღწევას. დიდი მადლობა.
ცნობისთვის, ოჰაიო ურბანული, ქალაქური ყოფითა და იმავდროულად, სოფლისთვის დამახასიათებელი სტილით ცხოვრობს. აქ არის ერთი ოლქი, სახელად „სტარკის ოლქი“, სადაც ბოლო 50 წელია, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის ბედი წყდება.
ოჰაიოს გადამწყვეტი მნიშვნელობის შტატში კიდევ უფრო მეტი დატვირთვა აქვს იმ ამომრჩევლის არჩევანს, რომელსაც ჯერ საბოლოოდ ვერ ჩამოუყალიბებია, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს. ასეთ ამომრჩეველს ხშირად მერყევი ამომრჩევლის კატეგორიითაც მოიხსენებენ. ერთ-ერთი მათგანია ოჰაიოს მკვიდრი გასთ კალასი, რომელსაც „ამერიკის ხმა" იქ ჩასვლის დროს გაესაუბრა. პირველი შთაბეჭდილებით, ამ ადამიანზე არნახული ზეწოლა ხორციელდება, რადგან მისნაირების ხმის მოპოვებას ორივე საარჩევნო ბანაკი დიდი შემართებით ცდილობს:
„ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ უზარმაზარი რაოდენობის სარეკლამო რგოლებსაც ვეცნობი, ვიღებ ზარებს სხვადასხვა შტატიდან, კამპანიის წარმომადგენლები მიგზავნიან წერილებს სამსახურში, ცდილობენ ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციაც კი გააკონტროლონ,“ - ამბობს გასთ კალასი და დასძენს, რომ მას ვერცერთი მხარე ვერ მიიმხრობს. იგი საკუთარ თავს ადამიანების იმ ხუთ პროცენტს მიაკუთვნებს, რომელიც ორივე პარტიის მსოფლმხედველობის ცენტრში მდებარეობს, სხვანაირად, ამომრჩეველთა იმ კატეგორიას, რომელიც კანდიდატს და არა პარტიას აძლევს ხმას.
კალასი: „მე ვაპირებ დაველოდო, თუ ვინ დადგება წვრილმან დეტალებზე უფრო მაღლა. ჩემთვის პრეზიდენტი არ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც სინამდვილეს ამახინჯებს ან ის, ვინც ადამიანებს ქედმაღლურად უყურებს.“
ბარაკ ობამამ და მიტ რომნიმ მთლიანობაში წინასაარჩევნოდ უკვე დახარჯეს ორი მილიარდი დოლარი და აქედან ყველაზე დიდი რაოდენობა ოჰაიოსთვის გამიზნულ სარეკლამო რგოლებზე იქნა გადანაწილებული.
ამომრჩევლების დიდ ნაწილს კი სულ სხვა პრობლემები აღელვებს: მათთვის, პირველ რიგში, ის საკითხებია პრიორიტეტული, თუ როგორ გამოიკვებოს ოჯახი, როგორ დასაქმდნენ ადამიანები, როგორ შემცირდეს ქვეყნის ვალი - ყველას აღელვებს ის ფაქტი, რომ ქვეყანა დიდი რაოდნოებით ფულს სესხულობს, ვალების გასტუმრება კი მათ შვილებს მოუწევთ. შესაბამისად, საარჩევნო კამპანია, წელს, ბევრად უფრო ნეგატიური ტონის შემცველია, ვიდრე წარსულში.
საპრეზიდენტო არჩევნებმადე ამერიკაში ერთ კვირაზე ნაკლები რჩება.