ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი უკრაინის არჩვენების შესახებ საუბრობს


საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს აკრიტიკებენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი უერთდება უკრაინის არჩევნებზე მივლენილი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს, რომლებიც არჩევნების შედეგებს აკრიტიკებენ.

სარაევოში ვიზიტისას კლინტონმა განაცხადა, რომ კვირას ჩატარებული არჩევნები უკრაინის დემოკრატიის ისტორიაში უკან გადადგმული ნაბიჯია.

ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი შეინარჩუნებს საპარლამენტო უმრავლესობას. ხმათა 95 პროცენტი დათვლილია. არსებული წინასწარი შედეგებით, "რეგიონების პარტია" უსწრებს ყოფილი პრემიერ მინისტრის იულია ტიმოშენკოს პრო-დასავლური ორიენტაციის პარტიას.

ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის დამკვირვებელთა განცხადებით, პრეზიდენტის პარტიამ კამპანიისთვის სახელმწიფო თანხები გამოიყენა და მედიაზე კონტროლი პირადი სარგებლობისთვის გამოიყენა.



XS
SM
MD
LG