ვაშინგტონი —
ზინეტ, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. თუ შეიძლება თქვენი სამსახურის შესახებ გვითხარით. რა მიზნით შეიქმნა ის?
„თუ გადავხედავთ ახალგაზრდების საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისინი ენერგიულები, განათლებული და ძალიან აქტიურები არიან გლობალური მოვლენების მართვაში. ჩვენი სამსახური კი იმის შემდეგ შიქმნა, რაც სახელმწიფო მდივანმა გადაწყვიტა ახალგაზრდები პირდაპირ ჩართოს ჩვენთან დიალოგში და გამოიყენოს მათი ენერგია, ლტოლვისა და სურვილების გლობალური გამოწვევების გადასალახად."
რა სახის პროგრამები გაქვთ ახალგაზრდებისთვის?
„ჩვენი პროგრამები სახელმწიფო დეპარტამენტის ისტორიიდან გამდინარეობს. გვაქვს უამრავი გაცვლითი პროგრამა იქნება ეს განათლების თუ კულტურის სფეროში. ამ პროგრამების დანიშნულება ახალგაზრდების შესაძლებლობების გაღრმავებაა. ჩემი ოფისი ძირითადად ეკონომიკური შესაძლებლობების გამყარებას და გაძლიერებას ცდილობს. ასევე ვცდილობთ მათ გარკვეული სახის ლიდერშიპის შესაძლობები და პოლიტიკის შემქმნელებთან პირდაპირი კავშირის ქონის საშუალება მიცვეთ იქნება ეს ამერიკის საელჩოებთან მსოფლიოს მასშტაბით თუ საერთაშორისო ფორუმებზე."
როგორ აწარმოებთ კომუნიკაციას ახალგაზრდებთან ამ ქვეყნებში? რა საშუალებებს ან მექანიზმებს იყენებთ ამისთვის?
„პირველი საკონტაქტო შრე ქვეყნებში მდებარე ჩვენი საელჩოები და ჩვენი დიპლომატები არიან. გარდა ამისა, აქტიურად ვიყენებთ სოციალურ ქსელებსა - ალბათ ახალგაზრდული ოფისი ვერც ვიქნებოდით ამას რომ არ ვაკეთებდეთ (ეს ღიმილით და სხვათა შორის თქვი თუ შეიძლება) - გვაქვს ფეისბუქის გვერდი სახელით global youth და ასევე ვარ ტვიტერზეც ჩემი სახელით - ზინეტ. რაც შეეხება მექანიზმებს, ამისთვის ვიყენებთ ახალგაზრდულ საბჭოებს, რომლებიც ჩვენს საელჩოებში იქმნება. საბჭოში ჩართულ ახალგახზრდებს პირდაპირი კავშირი აქვთ ჩვენს ელჩებთან და მათთან შეხვედრების დროს ხდება ინფორმაციის გაცვლა იმაზე, თუ რა სირთულეები და გამოწვევები აქვს ახალგაზრდა თაობას ამა თუ იმ ქვეყანაში. ასევე ძალიან გვაინტერესებს მათი აზრი იმაზე, თუ რას ფიქრობენ ჩვენს მიერ შემუშავებულ პოლიტიკაზე."
ძირითადად რა საკითხებზე საუბრობენ ხოლმე ისინი, როცა გამოწვევებზე ან პრობლემებზე გესაუბრებიან?
„ახალგაზრდების გლობალურ ოფისში მუშაობა იმის საშუალებას მაძლევს,რ ომ უამრავ ქვეყანას ვეწვიო და ვნახო რა აწუხებს ახალგაზრდობას. ჩემი აზრით, მათი პრობლემები ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ მსოფლიოს რომელ რეგიონში ცხოვრობენ ისინი. ახლახან მექსიკასა და ელ სალვადორში ვიყავი. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ახალგაზრდობას დანაშაულებრივი ძალადობა აწუხებს. ახალგაზრდული საბჭოები ამ ქვეყნებში იმაზე მუშაობენ, თუ როგორ აარიდონ მათი თაობა ბანდებში გაწევრიანებას და დანაშაულის ჩადენას. მანამდე ლატვიას ვეწვიე, სადაც პრობლემები რადიკალურად განსხვავებულია. იქ ახალგაზრდული საბჭო ელექტრონული მმართველობის რეფორმის ინიციატივით გამოვიდა. ჩვენი დახმარებით მათ მიაღწიეს იმას, რომ პოლიტიკის შემქმნელბი დათანხმდენენ იმაზე, რომ რომ საბჭო 10 ათას ელექტრონულ ხელმოწერას მოაგროვებდა რომელიმე საკითხზე, მთავრობა ამ საკითხს განიხილავდა."
ინტერვიუმდე საუბრისას თქვენ მითხარით, რომ კავკასიაშიც შეიქმნა ახალგაზრდული საბჭო. თუ შეიძლება ამ საბჭოს შესახებ გვითხარით, როდის შეიქმნა ის და რა მიზნით?
„საქართველოში ფორმალური ახალგაზრდული საბჭო ჯერ არ გვაქვს. თუმცა, აგვისტოში გაიმართა კავკასიის ახალგაზრდული საბჭოს შეხვედრა, რომლეშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდა ლიდერები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. საბჭოზე რამდენიმე საკითხი იქნა განხილული, რომელიც მოგვიანებით თითოეულ ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებლებს გაეგზავნათ."
ბოლოს თქვენი საქმიანობის შედეგებზე მინდა გკითხოთ: როგორ აფასებთ საკუთარ საქმიანობას? როგორ საზღვრავთ იმას, წარმატებულია თუ არა თქვენს მიერ განხორციელებული პროგრამები და აღწევს თუ არა ისინი თავდაპირველად დასახულ მიზნებს?
„ჩემთვის, წარმატება უნდა შეფასდეს შედეგებით და არა დახარჯული რესურსებით. მე ყოველთვის ვეკითხები ჩემს თავს გამოვიყენე თუ არა ყველა საშუალება, სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა შესაძლო რესურსი იმისთვის, რომ ახალგაზრდებს დახმარება აღმოვუჩინოთ. ანუ ვეხმარებით თუ არა მათ იმაში, რომ შეიმუშაონ კონკრეტული უნარჩვევები ლიდერშიპის დასახვეწად, სამოქალაქო ჩართულობის გასააქტიურებლად, პოლიტიკური საქმიანობის გასაფართოებლად. ჩვენი საქმიანობის შეფასებისას ვიკვლევთ იმას, გაუმჯობესდა თუ არა ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრების ხარისხი ჩვენი დახმარებით, იქნება ეს საგანმანათლებლო თუ პრაქტიკურლი დახმარება. ჩემი აზრით პოლიტიკა გრძელვადიანი თამაშია. ქვეყანაში პოლიტიკის შეცვლას შეიძლება წლები ან თაობები დასჭირდეს. მე უბრალოდ იმ ახალგაზრდებს ვეხმარები, რომლებსაც პოლიტიკური ცვლილებისკენ გეზი უკვე აღებული აქვს."
დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.