ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადლიერების დღის წინ, ბაიდენმა ინდაურები შეიწყალა


ამერიკაში მადლიერების დღე ახლოვდება, თეთრი სახლი კი ტრადიციას აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ორი ინდაური შეიწყალა.

ეს არის საპრეზიდენტო ტრადიცია, რომელიც უკვე 77 წელია უწყვეტად გრძელდება. თუმცა, ტრადიციის ფუძემდებლად, აშშ-ის 16-ე პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი მიიჩნევა, რომელმაც, გადმოცემით, ინდაური საკუთარი ვაჟის თხოვნით შეიწყალა. ჯო ბაიდენისთვის, ეს ბოლო შემთხვევაა, როცა ის თეთრ სახლში ამ საპრეზიდენტო ტრადიციას აღასრულებს.

ინდაურების შეწყალების ცერემონიას, თეთრ სახლში, პრეზიდენტი, თეთრი სახლის თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები და რიგითი ამერიკელები ესწრებოდნენ.

ჯო ბაიდენმა შეკრებილებს მიმართა და ამერიკის მოქალაქეებს მადლიერების დღეს მიულოცა. ამერიკა მადლიერების დღეს 28 ნოემბერს აღნიშნავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG