უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კომენტარს აკეთებს მისი და პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბარზე. ზელენსკის თქმით, ამ სატელეფონო საუბრამდე მან არ იცოდა, რომ ამერიკა სამხედრო დახმარების შეჩერებას აპირებდა.
"წარმოდგენა არ მქონდა, იმაზე, რომ სამხედრო დახმარება შეაჩერეს. როდესაც გავიგე, ეს საკითხი წამოვჭერი [ვიცე-პრეზიდენტ] პენსთან, ვარშავაში"- უთხრა ჟურნალისტებს ზელენსკიმ.
სწორედ ამ სატელეფონო ზარის გამო 24 სექტემბერს დემოკრატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოძიება დაიწყეს. მათი თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თხოვნა, რომ უკრაინას მისი მეტოქის ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერის საქმიანობა გამოეძიებინა, უფლებამოსილების გადაჭარბება იყო.
პრეზიდენტი ტრამპი ამ ბრალდებას უარყოფს და გამოძიებას კუდიანებზე ნადირობას ეძახის. თეთრმა სახლმა ზელენსკისა და ტრამპის სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა ეჭვების გასაქარწყლებლად, თუმცა დემოკრატები ამბობენ, რომ ეს საუბარი იმპიჩმენტის საფუძველია.
Facebook Forum