ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკა კონგრესს მიმართავს


უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა
უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა

ამერიკელი კანონმდებლები ოთხშაბათს უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას კაპიტოლიუმში მოუსმენენ. ის კონგრესის სესიას მიმართავს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსვლის წინ განაცხადა, რომ ზელენსკა ყველა უკრაინელი დედისა და ქალის სახელით ისაუბრებს.

„და მე ნამდვილად მჯერა, რომ ამას მოისმენენ ისინი, ვისზეც არის დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება აშშ-ში“, - თქვა პრეზიდენტმა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ მოუწოდა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ყველა წევრს დასწრებისკენ და თქვა, რომ ეს იქნება „მნიშვნელოვანი და დროული შესაძლებლობა მოვისმინოთ უშუალოდ პირველი ლედი ზელენსკასგან მეტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის საშინელი მსხვერპლის შესახებ და გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება უკრაინელი ხალხის მიმართ დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის“.

ზელენსკა სამშაბათს თეთრ სახლში აშშ-ის პირველ ლედის ჯილ ბაიდენს შეხვდა. მათ ბოლოს ერთმანეთი მაისში დასავლეთ უკრაინაში ბაიდენის გამოუცხადებელი ვიზიტის დროს ნახეს, სადაც სკოლას ესტუმრნენ.

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ზელენსკას ვიზიტი ემსახურება, „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ადამიანურ ფასზე“, უფრო მეტი ყურადღების მიპყრობას. ვაშინგტონის განცხადებით, ასევე განიხილავენ შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის მთავრობისა და ხალხისადმი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG