ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენში დემონსტრანტთა შორის მსხვერპლი იზრდება


Medics and other men carry an injured tribesman loyal to tribal leader Shiekh Sadiq al-Ahmar after clashes with police forces outside al-Ahmar's house in Sanaa, May 31, 2011
Medics and other men carry an injured tribesman loyal to tribal leader Shiekh Sadiq al-Ahmar after clashes with police forces outside al-Ahmar's house in Sanaa, May 31, 2011

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარიატის მონაცემებით იემენის ჯარებმა ქალაქ ტაიზში ბოლო სამ დღეში 50-ზე მეტი ანტი-სამთავრობო დემონსტრაციის მონაწილე მოკლეს. მათ შორის 20 ორშაბათის საჰაერო დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა.

გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ნავი პილაიმ, დღეს გაკეთებულ განცხადებაში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტება მკაცრად დაგმო. მან იემენის მთავრობას საკუთარი მოქალაქეების ელემენტარული ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

კომისარმა ასევე გააკრიტიკა ქვეყნის უშიშროების ძალების მიერ ქალაქის საავადმყოფოს განადგურება. სამედიცინო პერსონალი და ნაგებობები არ უნდა გახდეს მთავრობის სამიზნე, განაცხადა მან.

კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესი წარმომადგენელიც, აცხადებს, რომ ის შოკშია ტაიზში მომხდარი ფაქტით. ქალბატონი ეშტონი გმობს მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და მოუწოდებს იემენის მთავრობას სასწრაფოდ გადადგას ნაბიჯები გარდამავალი პერიოდის გამოცხადებისკენ.

XS
SM
MD
LG